ოფიციალურად: გიორგი ჯიქია ჯანო ანანიძის თანაგუნდელი გახდა

AutoSharing Option
ქართველი მცველი გიორგი ჯიქია მოსკოვის "სპარტაკის" ფეხბურთელი გახდა. ფეხბურთელმა მოსკოველებთან ხანგრძლივი კონტრაქტი დღეს, 26 დეკემბერს გააფორმა.

"ბედნიერი ვარ, რომ "სპარტაკმა" ჩემი გაფორმება ისურვა. ვეცდები, ძირითად შემადგენლობაში ადგილი დავიმკვიდრო და კლუბს წარმატებასი დავეხმარო", - განაცხადა ჯიქიამ.

23 წლის მცველი აქამდე "ამკარის" ღირსებას იცავდა. რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჯიქიამ 16 მატჩი ჩაატარა და 1 გოლიც გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ "სპარტაკში" საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძეც თამაშობს.
მკითხველის კომენტარები / 14 /
გილოცავ გიო და გისურვებ ცარმატებას ცინსვლას უფრო მაგლა.გელოდებიტ საქარტველოს ნაკრებსჰი.
bajo
09:55 27-12-2016
0
სამშობლოს გვარი არ განსაზღვრავს, მაგ ლოგიკით გიორგი ნავალოვსკი მოღალატეა?
ფრთხილად იყავით გამოთქმებში. არავინ იცის ვინ რა არჩევანის წინაშე დგას ამიტომ მოეშვით სხვების განკითხვას და მაქსიმალურად დავაფასოთ ისინი ვინც ფესვები არ დაივიწყა.
ისე ნოდარ დუმბაძის მოთხრობა HELADOS გაიხსენეთ ან წაიკითხეთ თუ არ წაგიკითხავთ.
თქვენნაერებისათვის შეიძლება იანგულიც მოღალატეა, მაგრამ რას ნიშნავს სამშობლო საკმაოდ ნათლადა აქვს ჩამოყალიბებული.
ვაკოს და მისთანებს
11:34 27-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული