ბუდუ ზივზივაძე: კრაკოვის "ვისლაზე" ინფორმაცია არასწორია...

AutoSharing Option
გარდამავალი ჩემპიონატი დასრულდა და სატრანსფერო ციებ-ცხელება დაიწყო. ახალ საქართველოს ჩემპიონატში ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშე ბუდუ ზივზივაძეა. 22 წლის თავდამსხმელი 13 გოლით გარდამავალი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მაგრამ "სამტრედიასთან" კონტრაქტი დეკემბერში დაუსრულდა და დიდი იმედი აქვს, რომ უცხოეთში წასვლას მოახერხებს.

თუმცა "ლელოსთან" ზივზივაძემ უარყო პოლონური მედიის ცნობა, თითქოს მისით კრაკოვის "ვისლა" დაინტერესდა.

შეგახსენებთ, რომ ახლო წარსულში კრაკოვური გუნდი პოლონეთის ექსტრაკლასაში საუკეთესო გახლდათ, მაგრამ ახლა კარგი დროება არ უდგას და მიმდინარე გათამაშებაში 20 ტურის შემდეგ 25 ქულით მხოლოდ მე-10 ადგილზეა.

"კრაკოვის "ვისლადან" არავინ
დამკავშირებია და ეს ინფორმაცია არასწორია. რეალური ინტერესი გდინიას "არკადან" არის.

მაგრამ ახლა ვერაფერს გეტყვით. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნას დაველოდები და ყველაფერი ამის შემდეგ გაირკვევა", - ამბობს ზივზივაძე.

"არკა" ცნობილია, როგორც პოლონეთის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავის, ანჯეი შარმახის კლუბი. ამჟამად კი გუნდი 26 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება. თუმცა, დიდად არც ლიდერთა ჯგუფს ჩამორჩება და არც აუტსაიდერებს: პირველადგილოსან "იაგელონიას" 9 ქულით ჩამორჩება, ხოლო მე-18-ზე მყოფ ლენჩნას "გურნიკს" 8 ქულით უსწრებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული