შეგახსენებთ, რომ ნავალოვსკის აზერბაიჯანში თამაშის გამოცდილება აქვს, სადაც 2010 წელს ბაქოს "ინტერის" ღირსებას იცავდა. ბოლოს კი ფეხბურთელი ბერძნულ "ვერიაში" გამოდიოდა, რომელთანაც კონტრაქტი ცოტა ხნის წინ, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.
გიორგი ნავალოვსკის სხვადასხვა დროს თბილისის "დინამოსა" და რუსთავის "ოლიმპიკში", ასევე, რუსულ კლუბებში: "ანჟიში", "ვოლგაში", "ხიმკიში", "მეტალურგ-კუზბასში", "სკა ენერგიასა" და "ტოსნოში" უთამაშია.