Azerisport: "თბილისელები მთლიანად მოიშალნენ და აზერბაიჯანელებმა ამით ისარგებლეს"

AutoSharing Option
ბაქოს "ნეფთჩის" მიერ თბილისის "დინამოს" ძლევასა (2:1) და ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლას იქაური azerisport-ი განიხილავს და წარმატების მიუხედავად, აზერბაიჯანელთა სისუსტეებზე მიუთითებს:

"სამირ აბასოვის გუნდმა ბაქოში გაცილებით უკეთესი ფეხბურთი ითამაშა, ვიდრე თბილისში. "ნეფთჩი" გადაცემების დროს უფრო ნაკლებ შეცდომებს უშვებდა და უფრო თავდაჯერებულიც იყო.

რაღაც პერიოდში თბილისელები მთლიანად მოიშალნენ და  აზერბაიჯანელებმა ამით ისარგებლეს. თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი ფარდობითია და მეტოქეზე კარგი თამაში სრულყოფილებას არ ნიშნავს. გუნდში უამრავი პრობლემაა, მით უმეტეს, "ოლიმპიაკოსთან" მატჩის წინ."

თბილისის "დინამო" კი კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც
მისი მეტოქე ჰაიფას "მაკაბი" იქნება, რომელიც ყაზახურ "ქაირათთან" დამარცხდა და მანაც ევროპის რანგით მესამე ტურნირზე გადმოინაცვლა.

alt"ყოჩაღ აბასოვს, "დინამო" ძალიან სუსტი შემადგენლობით დაამარცხა!" - გულშემატკივართა გამოხმაურება

altთბილისის "დინამოს" ევროტურნირებზე წაგებებს დასასრული არ უჩანს [VIDEO]

altცხადაძე: ორ მატჩში ოთხიდან სამი გოლი თითქოს თავად გავიტანეთ საკუთარ კარში



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული