ოთარ მარცვალაძე: სამწუხაროდ, ჩვენი და მათი დონის შედარება არც შეიძლება

AutoSharing Option
32 წლის ოთარ მარცვალაძის კარიერა გამუდმებული მოძრაობაა: საქართველოს ყველა ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებში ნათამაშებმა თავდამსხმელმა 13 კლუბი გამოიცვალა და სამშობლოს გარდა, უცხოეთის 4 ქვეყნის კლუბის ფორმა მოირგო.
16 წლის ასაკში ის ისრაელში, კერძოდ, თელ-ავივის "ჰაპოელში" გადავიდა. 2006 წლიდან კი უთამაშია კიევის "დინამოში", უჟგოროდის "ზაკარპატიეში", მახაჩყალის "ანჟიში", ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში", "კრასნოდარში",
ხაბაროვსკის "სკა ენერგიაში", ვლადიკავკაზის "ალანიაში", სანკტ-პეტერბურგის ოლქის "ტოსნოში"...

2016 წლიდან, გამოცდილი თავდამსხმელი ყაზახეთში გადაბარგდა და პრემიერლიგელ შიმკენტის "ორდაბასიში"
ჩაირიცხა, სადაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები გოგიტა გოგუაც თამაშობს.

ყაზახეთი მარცვალაძისთვის ახალი
"ხილი" აღმოჩნდა. ის ამბობს, რომ საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატში მოხვდა.
დანარჩენსაც ამ ინტერვიუდან შეიტყობთ...

- დამთავრდა სეზონი და საინტერესოა, ახალი წლიდანაც "ორდაბასიში" ითამაშებ თუ ახალ გუნდში გიხილავთ?
- არსად არ მივდივარ, "ორდაბასისთან" კონტრაქტი მაკავშირებს და მომავალ წელსაც ამ გუნდში ვიქნები.

- გოგიტა გოგუაც რჩება?
- დიახ, მომავალ წელს ისევ ერთად ვითამაშებთ. სხვათა შორის, სეზონი კი დასრულდა, მაგრამ ყაზახეთიდან ახლახან დავბრუნდით. პირველი შეკრება უკვე გვქონდა.

- ასე სწრაფად შეკრების დანიშვნა რამ გამოიწვია?
- წლევანდელი ჩემპიონატი მე-4 ადგილზე დავასრულეთ და მომავალ სეზონში ევროპის ლიგაზე ვითამაშებთ. ცხადია, სურთ, რომ გუნდის თითოეული წევრი აქედანვე კარგად მოემზადოს და ტონუსში იყოს, ხანმოკლე შეკრება მოგვიწყვეს - კლუბს ამის საშუალება აქვს და ფეხბურთელებისთვის არაფერს დაინანებს.

- ყაზახური ფეხბურთის დონე რომ გაიზარდა, ფაქტია...
- ბოლო 10 წელიწადში ფეხბურთში სერიოზული ინვესტიციები ჩადეს და ახლა საკმაოდ ნორმალური დონის ჩემპიონატი აქვთ - ტემპი, მოძრაობა... გამოცდილი და მაღალი კლასის მოთამაშეები ჩაჰყავთ და გუნდების საერთო დონეც აშკარად ამაღლდა.

- ალბათ, ჩვენი ჩემპიონატის შემდეგ "ორდაბასიში" თამაში გაგიჭირდებოდათ...
- რა დასამალია, ასეც იყო, რადგან "დილას" შემდეგ მოუმზადებელი ვიყავი. ფორმაში შესასვლელად დრო მჭირდებოდა, მაგრამ ნელ-ნელა მოვახერხე. ერთი წელი გორის "დილაში" ვითამაშე და... უნდა ვთქვა - სამწუხაროდ, ჩვენი და მათი დონის შედარება არც შეიძლება. ქართველებს ბევრი ნიჭიერი მოთამაშე გვყავს, მაგრამ მათ გაზრდა ხომ სჭირდებათ?

კარგი ის იყო, რომ გუნდში გოგიტა გოგუა დამხვდა. ის ჯერ პავლოდარის "ირტიშის" ლიდერი იყო და ჩვენთან მოიწვიეს. აქაც ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა. ყაზახეთში ბევრი ცნობილი ვეტერანი ჩამოჰყავთ, მაგრამ გოგუას დონეზე თამაშს ბევრი ვერ ახერხებს - მან კლასი კიდევ ერთხელ დაამტკიცა. მის ყოფილ გუნდ "ირტიშში" კი შოთა გრიგალაშვილი მიიყვანეს, რომელმაც სეზონი ასევე კარგად ჩაატარა.

- ყაზახეთში კახა ცხადაძის მუშაობას როგორ აფასებენ?
- ეს შედეგებიდანაც კარგად ჩანს. ცხადაძემ გუნდი მაშინ ჩაიბარა, როცა "ქაირათი" ცხრილში დაბალ საფეხურზე იმყოფებოდა. მაგრამ იმდენი ქნა, გუნდი ვიცე-ჩემპიონი გახადა და თასის ფინალშიც გაიყვანა. კახას შრომას ყაზახები ხედავენ და ძალიანაც აფასებენ. თუმცა, ჩემპიონობაში ხელი ჩვენც შევუშალეთ - ორჯერ შევხვდით მის "ქაირათს" და ერთხელაც ვერ მოგვიგეს.

- საინტერესოა, ყაზახეთის პრემიერლიგის კლუბებს რამხელა ბიუჯეტები აქვთ?
- ზუსტად ვერ გეტყვით, ზოგადად კი ვიცი, რომ ამაში ლიდერები "ასტანა" და "ქაირათი" არიან. პრემიერლიგის კლუბების მინიმალური ბიუჯეტები, დაახლოებით, 6 მილიონი დოლარი მაინც არის.

- "ორდაბასის"?
- თუ სწორად მახსოვს, 9 მილიონამდეა.

- მსგავსი ბიუჯეტები ახლა საშუალოევროპული დონის ბევრ ქვეყანაში აღარ აქვთ - დანიაში, ნორვეგიაში, შვედეთში, ბელგიაში... შესაძლოა, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონშიც კი...
- ასეა, ყაზახური ფეხბურთის პროგრესი სწორედ ინვესტიციების შედეგია. არადა, რაც ვიცი, 3-4 წლის წინ გაცილებით მეტი ბიუჯეტებიც ჰქონდათ.

- და რატომ აღარ აქვთ?
- ეკონომიკური კრიზისი იყო და ბიუჯეტები ამის შემდეგ გაანახევრეს.

- ასეთ "კრიზისულ" ბიუჯეტებს ნებისმიერი ქართული კლუბი ინატრებდა...
- ეს თავისთავად ცხადია. სხვათა შორის, კარგია ისიც, რომ, "ასტანასა" და "ქაირათს" თუ არ ჩავთვლით, პრემიერლიგაში ყველა დაახლოებით თანაბარი დონის გუნდია.

- "ასტანა" თბილისის "დინამოს" რომ შეხვდა, კლასი აშკარად აჩვენა...
- მას შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდნენ. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ყაზახური ფეხბურთის ლიდერი გუნდები საშუალო ევროპული დონის ჩემპიონატში უპრობლემოდ ითამაშებდნენ. ეს ევროთასებზეც გამოჩნდა, სადაც უკვე ჯგუფურ ეტაპზე მათი გუნდების მოხვედრა ჩვეულებრივი მოვლენაა და თუ რომელიმე გუნდი ამ ზღვარს ვერ გადააბიჯებს, წარუმატებლობად უთვლიან.

აი, ასეთია დღევანდელი ყაზახური ფეხბურთის დონე და ამბიცია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ფული სწორად უნდა დაიხარჯოს და შედეგიც მოვა, აქ სახლში მიარბენინებს ყველა ყველაფერს და კი ეტყობა საქმეს. პროფესიონალიზმი და საქმის კეთების სურვილი ვისაც აქვს ის აღწევს შედეგსაც.
barsa
01 იანვარი 2017 11:46
0
გეთანხმები-ეგრეა-კიდიათ ერთ ადგილზე,არ აქვთ გრძნობა ქომაგის,გულშემატკივრის....ვისაც არ აქვს ეგოისტია რაღაც დოზით მაინც და არც მაგის მაღალფარდოვანი პატრიოტული პოლიტიკური ფრაზები დაიჯერება,მაგრამ უმრავლესობა ...და ამას ვერ ხვდება
თამაზის
31 დეკემბერი 2016 19:30
0
ყველა გვჯობნის სამშობლოს რეკლამაში, რადგან ჩვენი მილიონერებისაგან განსხვავებით მათ ზუსტად იციან როგორ გააგებინონ მათი სამშობლო დანარენ მსოფლიოს და როგორ ამაღლდნენ მსოფლიოს თვალში..ჩვენი ბანკების მმართცელ მილიონერებისაგან განსხვავებით.ჩემი ნება რომ იყოს ,საერთოდ არ გავუწევდი მათნაირ ფულიანებს გვერდში დგომას ტენდერებში,სანამ არ ააშენებდნენ „ბათუმში„-30-ათასიან საფეხბურთო ულტრა სტადიონს,ასევე ქუთაისში „40„ათასიან საფეხბურთო,ასევე ფოთში „20„ათასიან ,ასევეთბილისში„დიღომში„25„ათასიან,ასრვე ზუგდიდში „30„ათასიან,ასევე დატრედიაში„15„ათასიან, ასევე მარნეულში20„ათასიან,სტადიონებს,და სულ მალე ნახავდით შედეგს,რადგან ინფრასსტრუქტურა ძალიან მალე მოიტანს შედეგს/
მამუკ
31 დეკემბერი 2016 18:08
0
აბა საწყალი ქართველები? ჩადე თურმე 10-10 მილიონი ყოველ წელიწადს ამ უმსგავსობაში, რასაც ქართული კლუბები ქვია და მერე მთელი საქართველო მოგცემს ხმებს (დაშინებაც არ დაგჭირდება).
რატო გგონიათ ქართველები ეგეთი უმსგავსო ხალხი, რომ დაშინებით აძლევებ ხმას? ან 20 ლარად ირჩევენ ვინმეს? ეტყობა თამაზიკო დააშინეს, ან 20 ლარი აიღო და ყველა თავისნაირი გონია.
არ დალანძღა ერი ვიღაც უნიჭო ფეხბურთელების გამო.
თამაზის
31 დეკემბერი 2016 15:37
0
imitom jobia kazaxetis done chvens, rom ik profesionalebi mushaoben da didi fuli ideba da imati federaziis ufrosi parlamentshi ar mirbis zogzogiertebivit, vulozav kobis axal tels!
kai bichi
31 დეკემბერი 2016 15:16
0
ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს წარმატებები
კახა ქირია
31 დეკემბერი 2016 14:26
0
მეც ორ კაცზე მწყდება გული ამაზე და ხოჯავაზე დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშათ
კახა ქირია
31 დეკემბერი 2016 14:23
0
ბიძინამ რომ იცოდეს სპორტის და განსაკუთრებით ფეხბურთის მნიშვნელობა ერის განწყობისათვის/გასახარებლად ,ალბათ მოიძებნება ერთი ათი მილიონერი ან ძლიერი ფირმა ვინც ფულს ჩადებენ ფეხბურთში.პოლიტიკოსებო! არ დაგჭირდებათ არჩევნებზე არც მოქრთამვა არც დაშინება ,ისედაც მოგცემენ ხმას,როცა მანჩესტერი და ლივერპული ჩამოვა სათამაშოდ
თამაზი
31 დეკემბერი 2016 14:12
0
როგორ მწყდება გული ამ ბიჭზე ,მიკვირს რატომ ვერ ითამაშა მაღალ დონეზე, რუსეთის ჩემპიონატშიც ვერ გამოიჩინა თავი ,არადა ტალანტი ღმერთმა მისცა,ალბათ ძირითადად ქართული ხასიათის ცუდი თვისებები და კიდევ ბედი ანუ უბედობა
თამაზი
31 დეკემბერი 2016 13:43
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული