გურამ კაშია და "ბეტისი" - ინტერესი ნამდვილად არის!

AutoSharing Option
გურამ კაშიას გადაბირებით ესპანური "ბეტისია" დაინტერესებული. ეს ინფორმაცია ესპანურმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს.

ჩვენი წყაროებით ამ ინფორმაციის გადამოწმება შევძელით. სანდო წყარომ გვითხრა, რომ საქართველოს ნაკრების 29 წლის მცველის მიმართ ინტერესი ნამდვილად არის. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. იმედი დავიტოვოთ, რომ გიორგი დემეტრაძისა და შოთა არველაძის შემდეგ ესპანურ პრიმერა დივიზიონში (ლა ლიგა), რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ლიგაა, მესამე ქართველიც ითამაშებს.

წესით, თუ "ბეტისი" ნორმალური წინადადებით მიმართავს "ვიტესს", არნემულმა კლუბმა ტრანსფერი არ უნდა შეაფერხოს. გურამ კაშია ჰოლანდიური გუნდის კაპიტანია და კლუბში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. გურამმა
ერთი წლის წინ გაახანგრძლივა კონტრაქტი კლუბთან, რომლისთვისაც წლების განმავლობაში მაქსიმუმი გააკეთა. აქედან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ, რომ თუნდაც მადლიერების ნიშნად, ჰოლანდიელები კაშიას სანაცვლოდ ზღაპრულ თანხას არ მოითხოვენ.

"ბეტისის" შეთავაზება, ალბათ, ერთ-ერთი ბოლო შანსია იმისთვის, რომ გურამმა ტოპ-ჩემპიონატში ითამაშოს, რასაც, ჩვენი აზრით, კარგა ხანია, იმსახურებს. თანაც, "ბეტისის" დაცვა გაუვალი ნამდვილად არ არის და გამოცდილ ქართველს თავისუფლად შეუძლია, ანდალუსიური გუნდის უკანა ხაზის ლიდერადაც იქცეს.

ამ დროისთვის "ბეტისი" ესპანეთის ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა. გუნდს 40 წლის ვიქტორ სანჩესი წვრთნის, ვინც გულშემატკივარს ბერძნული "ოლიმპიაკოსიდან" და "დეპორტივოდან" უნდა ახსოვდეს. "ბეტისში" რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი თამაშობს, მათ შორის უნდა გამოვარჩიოთ ხოაკინ სანჩესი - 35 წლის მარჯვენა ნახევარმცველი, რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით იცავდა "ვალენსიას", "ფიორენტინას", "მალაგასა" და ესპანეთის ნაკრების (51 მატჩი, 4 გოლი) ღირსებას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
holandis championatshi xshirad utareben fexebs shoris burts, espanetshi tverebs gaparsaven)))
gela
04:40 30-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული