ფრანგული პსჟ-ის 16-წლამდელთა გუნდის ფორვარდმა ნიკა ქუთათელაძემ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" გამარჯვებული ირაკლი სვანიძე თავისი საკლუბო მაისურით დაასაჩუქრა.
Sportall.ge-ზე ქუთათელაძისთვის კითხვების დასმა 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქართველმა ფორვარდმა დასმული კითხვებიდან საუკეთესოს ავტორი თავად შეარჩია.