Footballnews.ua: ლუგანსკის "ზორია" სანდრო კობახიძის დამატებას არ აპირებს

AutoSharing Option
როგორც უკრაინული footballnews.ua წერს, ბოლო დღეებში მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პოლტავას "ვორსკლას" ნახევარმცველ სანდრო კობახიძის შეძენა "ზორიას" სურს, სიმართლეს არ შეესაბამება.

წყაროს ცნობით, "ზორია" კობახიძის შეძენას საერთოდ არ განიხილავს, რადგან არაა მზად ფეხბურთელს ის ხელფასი უხადოს, რომელსაც ის მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინული მედიის ცნობით, ქართველი ფეხბურთელის გადაბირებით არამხოლოდ ლუგანსკის "ზორია", არამედ უკრაინის პრემიერლიგის სხვა კლუბიცაა დაინტერესებული და ასევე - ერთი აღმოსავლეთევროპული კლუბი.

ცოტა ხნის წინ სანდრო კობახიძემ ფინანსური პრობლემებისა და დავალიანებების გამო "ვორსკლას" დატოვების შესაძლებლობაზე
ისაუბრა და აღნიშნა, რომ რამდენიმე კლუბის ვარიანტს განიხილავდა.

- სანდრო კობახიძისთვის ბრძოლაში "ზორიას" კონკურენტები გამოუჩნდნენ
მკითხველის კომენტარები / 1 /
rusetis premierligas ki gakachavda riza.
giorgi
04:35 30-12-2016
0

სიახლეები პოპულარული