ირაკლი შეყილაძე იტალიის სერია B-ს გუნდების სამიზნეში მოექცა

AutoSharing Option
იტალიურ ლეგა პროში (რანგით მესამე დივიზიონი) მოთამაშე ირაკლი შეყილაძე ამავე დივიზიონის რამდენიმე ძლიერ კლუბსა და სერია B-ს "სპეციასა" და "პიზას" სურთ.

ისინი მზად არიან, "ტუტოკუოიოს" 400 ათასი ევრო გადაუხადონ ტრანსფერის სანაცვლოდ, თუმცა კლუბს მისი საუკეთესო ბომბარდირი (ამ სეზონში 6 გოლი გაიტანა) არ ეთმობა - იუწყება iltirreno.

იმავე წყაროს მტკიცებით, თუ შეყილაძე გაიყიდება, მას თანამემამულე ჩაანაცვლებს, რომან ჭანტურია, რომელსაც "ემპოლიში" სათამაშო პრაქტიკა საერთოდ არ აქვს, ხოლო დუბლებში უკვე ასაკის გამო აღარ შეუძლია თამაში და იჯარით სწორედ "ტუტოკუოიოში" გადაბარგდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რომან ჭანტურია დიოშდიორში თუ სადღაც მასეთ გუნდში არ გადავიდა?
odala
20:39 04-01-2017
0

სიახლეები პოპულარული