გურამ კაშია: რომელი კაპიტანი ტოვებს თავის გუნდს შუა სეზონში?

AutoSharing Option
ბოლო დროს არნემის "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია ევროპის რამდენიმე გუნდს დაუკავშირეს, მათ შორის, პრიმერა დივიზიონის "ბეტისსა" და "გრანადას", თუმცა თავად ფეხბურთელმა Omroep Gelderland-თან საუბარში მისი სავარაუდო წასვლა ამ ეტაპზე გამორიცხა.

"არ მიყვარს, როცა ვკითხულობ, თუ როგორ ვაპირებ გუნდის დატოვებას. "ვიტესის" ფეხბურთელი ვარ ამ ეტაპზე და არსად წასვლას არ ვაპირებ.

რომელი კაპიტანი ტოვებს თავის გუნდს შუა სეზონში? ყოველ შემთხვევაში, მე ამის გაკეთებას არ ვაპირებ. მნიშვნელოვანია, რომ ეს სეზონი "ვიტესში" დავასრულო.

სხვა კლუბებს არ ვეძებ, თუმცა არავინ იცის, რა გველის მომავალში. თანაც,
ყველას აქვს სურვილი უმაღლეს დონეზე თამაშის. ჩემთვის ოცნებაა იმავე ლიგაში თამაში, სადაც ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო თამაშობენ".
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჭკვიანი ბიჭი ყოფილა - გავარდნის კანდიდატ გუნდში შუა სეზონში მაქსიმუმ იჯარით თუ გადავა კაცი,თანაც ისეთი, ძირითადში რომ ვერ ხვდება,გუნდის კაპიტანი კი არა.
კირკიტა
05 იანვარი 2017 12:47
0
odala-ს. საიდან დაასკვენი, რომ არანაირი დაინტერესება არ არის? ან რა გახარებს შე ...
orero-rero
05 იანვარი 2017 10:21
0
ზაფხულში წავა ესპანეთში
oktavianus
04 იანვარი 2017 21:27
0
ჰაჰაა. ვაახ, რა ბაქი-ბუქი ხალხი ვართ რა. ატეხეს ერთი ამბავი და გაირკვა რომ თურმე არანაირი დაინტერესება არ არის.
odala
04 იანვარი 2017 20:41
0
ნამდვილი პროფესიონათლია კაშია
კახა ქირია
04 იანვარი 2017 18:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული