თელ-ავივის "მაქაბიმ" შოთა არველაძე გაათავისუფლა

AutoSharing Option
წარუმატებელი გამოდგა შოთა არველაძის მწვრთნელობა თელ-ავივის "მაქაბიში" - დღეს ის ებრაული გუნდის ხელმძღვანელობამ თანამდებობიდან გაათავისუფლა.

"მაქაბიმ" და შოთა არველაძემ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეწყვიტეს თანამშრომლობა. კლუბი მადლობას უხდის მწვრთნელს შრომისთვის და მომავალში წარმატებას უსურვებს მას", - ვკითხულობთ საიტზე.

"ხანდახან, ისე არ ეწყობა საქმე, როგორც გეგმავ. ეს შესაძლოა, იყოს ჩემი, ფეხბურთელების ან მწვრთნელის შეცდომა. ასეთ სიტუაციაში სჯობს, თანამშრომლობის შეწყვეტა და ყველამ თავისი გზა გააგრძელოს. ამავე დროს, შოთას წარმატებებს ვუსურვებ", - განაცხადა სპორტულმა დირექტორმა ხორდი კრუიფმა.

კომენტარი არველაძემაც გააკეთა.

"კლუბის პერსონალს, ფეხბურთელებს, გულშემატკივარს მადლობას
ვუხდი იმ დროისთვის, რომელიც აქ გავატარე. ეს კლუბი და ეს ხალხი ყოველთვის ჩემს გულში იქნება", - განაცხადა არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ არველაძემ "მაქაბი" შარშან ზაფხულს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩა, თასის გათამაშებასაც გამოეთიშა, ჩემპიონატში კი 16 ტურის შემდეგ ლიდერ აპოელს 8 ქულით ჩამორჩება
მკითხველის კომენტარები / 10 /
შოთი ნამდვილად მაგარი ფეხბურთელი იყო, მაგარი თავდამსხმელი, ძალიან ტექნიკური.
წარმატებებს ვუსურვებ ყველგან. მწვრთნელად არ ვიცი რამდენად ძლიერია, რამე სერიოზული შედეგი ჯერ არ ჰქონია. ჯგუფიდან რომ გასულიყო კარგი იყო, მაგრამ არ გაუმართლა.
გულშემატკივარი
14:00 05-01-2017
0
ნიჭიერი კაცია,არ დაიკარგება.წარმატებები!
თამაზი
13:41 05-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული