30 წლის ქართველმა ნახევარმცველმა შოთა გრიგალაშვილმა პავლოდარის "ირტიში" დატოვა. ეს ფეხბურთელი "ირტიშში" ზაფხულში გადავიდა, სადაც მან თანამემამულე გოგიტა გოგუა შეცვალა.
"ირტიშის" რიგებში გრიგალაშვილს ურიგოდ არ უთამაშია, მან 13 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ "ირტიში", პრაქტიკულად, ყველა ლეგიონერმა დატოვა. თუ სად გააგრძელებს კარიერას გრიგალაშვილი, ჯერჯერობით, უცნობია.