ელგუჯა ლობჯანიძე: "ლეგიას" და თბილისის "დინამოს" რუსეთის პრემიერლიგა ამიტომ ვამჯობინე

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" მოთამაშეები - ლევან გეგეჭკორი და ელგუჯა ლობჯანიძე რუსეთის პრემიერლიგის კლუბ "ორენბურგში" მოემზადებიან. შესაძლო ტრანსფერის საკითხი მალე გაირკვევა. ეს ამბავი გაგვიმხილა ქობულეთის "შუქურას" დირექტორმა რევაზ ჩელებაძემ, რომელიც რუსულ კლუბებთან კარგი კავშირებით ფეხბურთელებს ტრანსფერებში ეხმარება:

"ადრეც ვთქვი, რომ "ორენბურგში" ორივე მოემზადება. რუსულმა გუნდმა პირველი შეკრება 10-დან 22 იანვრამდე ანთალიაში დაგეგმა. გეგეჭკორი და ლობჯანიძე გუნდს პირველივე დღეს შეუერთდებიან. ორენბურგელებმა მათ 10 იანვრის რეისზე ბილეთები უკვე შეუკვეთეს".

გეგეჭკორზე ადრეც ვწერდით და მას გულშემატკივარი კარგად იცნობს. ლობჯანიძეს რაც შეეხება, ის 24 წლისაა და
კარიერა "ვიტ ჯორჯიაში" დაიწყო. ნიჭიერმა და ტანმაღალმა ფორვარდმა სპეციალისტების ყურადღება მაშინვე მიიქცია, რამდენიმე ქართული კლუბი, მათ შორის - თბილისის "დინამოც" დააინტერესა. მაგრამ საბოლოოდ, უცხოეთში გამგზავრების იმედად, ლობჯანიძე ჩელებაძესთან ქობულეთის "შუქურაში" გადავიდა, შარშან ზაფხულში კი აჭარის მთავარ გუნდში, ბათუმის "დინამოში" აღმოჩნდა.

"რუსეთის პრემიერლიგის გუნდში ჩარიცხვის პერსპექტივა ძალიან სასიამოვნოა და ამ შანსისთვის რევაზ ჩელებაძის მადლიერი ვარ. ცხადია, ჯერ სინჯებზე მივდივართ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შეკრებაზე თავს გამოვიჩენ და კონტრაქტს გამიფორმებენ", - ამბობს 24 წლის ფეხბურთელი, რომელსაც პოლონურ ვარიანტსაც სთავაზობდნენ:

"ორენბურგის" გარდა, სხვა ვარიანტებიც მქონდა. თამაში პოლონურ კლუბშიც შემომთავაზეს. მენეჯერმა მითხრა, რომ "ლეგია" იყო დაინტერესებული. ამავე დროს, მითხრეს, რომ თბილისის "დინამოში" ჩემი აყვანა გროზნისაც სურდა. თუმცა, პირადად არ მილაპარაკია.

ფაქტია, რომ ამ დროისთვის "ორენბურგთან" მოლაპარაკებები დასრულებულია და ამიტომაც ვამჯობინე რუსული ვარიანტი. იქაური პრემიერლიგა მაღალი დონის ტურნირია და ფეხბურთელს წინსვლის დიდი შანსი აქვს".

თავდამსხმელი ბათუმის "დინამოს" წლევანდელ წარმატებაზეც გველაპარაკა:

"ქობულეთის ხელოვნურ საფარზე ვარჯიში და ყოველდღე აქეთ-იქით ორსაათიან მგზავრობაში კარგი არაფერი იყო. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ამ ვითარებაში ევროპის ლიგის საგზურის მოპოვება ჩვეულებრივზე დიდი წარმატება იყო. მიხარია, რომ კარგ გუნდში მოვხვდი, სადაც მეგობრული გარემო დამხვდა - პრობლემების მიუხედავად, მესამე ადგილზე ამიტომაც გავედით".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
ლობჟანიძეა თუ ლობჯანიძე? ჟ თუ ჯ? ეს ერთი და მეორეც, ორენბურგზე რაღაც ძალიან ღადაობთ ზოგიერთები და რუსეთის პრემიერლიგის გუნდი თქვენ საჩხერის ჩიხურა ხომ არ გგონიათ?
გიო
22 თებერვალი 2017 14:54
0
რას წვალობ ნიჭიერო პატრიოტო ან რატომ აწვალებ ...?! რაღაც ""გლახუნას"" ხელწერას ჰგავს ეს.....
manchester--s
09 იანვარი 2017 14:06
0
status quo,
ჯიგარო,სოფელში ვინც ჩერდება და ცხოვრობს,შენ მათზე მაგარი გგონია თავი?
არ ხარ,რომ იცოდე!

ვა,გლახუნა აქაც გაჩითულა!
კირკიტა
09 იანვარი 2017 10:56
0
კკკკ!ქართველო!!!როგორ თუ ვისი რა საქმეა, რას "აბჟუტურებ".ამ სტატიაზე მესიჯების დამდები კომენტარები, შენს მიერ დაუფიქრებლად დაწკაფუნებულის გარდა,ყველა ეროვნულია, ქართულია!!!,რა ბოღმა,რის ბოღმა? დღეს დღეობით რუსეთი ჩვენთვის,ქართველებისთვის, იქ თუ ჩაბრძანდი სამოღვაწეოდ,"სამარეა",ყველა დარგში,ყველა იქ დასაქმებულ ჩვენი თანამემამულისათვის.ომით, მიწა წყალს გვართმევენ,გაგიმეტეს,გმტრობენ,და შენ კი უძვრები?,ელაქუცები? რაც არ უნდა უსამართლოდ გექცეოდენ შინ,სფორტში თუ ხელოვნებაში...შიმშილობ თუ მაძღრობ,და თანაც უსამართლობას გრძნობ,ჯერ ქართველთა სისხლი და ხორცი ხარ, და მერე "ნიჭიერი",თუნდაც უსამართლოდ ჩაგრული არაკაცების-არაქართველებისა მიერ ,თანაც სამშობლოში".იბრძოლე სახლშივე!!!მიაღწიე საწადელს თუ მართლა შეგიძლია გძალუძს ,გადალახე გარჯით დაბრკოლება,ალლებთან,გადაუგვარლებლებთან გაერთიანებით,იქართველე ,შენ კი იხვეწები,და თანაც მტრის ბუნაგში გარბიხარ,გადაგვარების გზას ადგები ნებაყოფლობით,ჩვენს შემთხვევაში რუბლიზა გამო, ბევრს ..., ერევათ თავის უფლება,თავმოყვარეობა, რუსულ ძეხვთან,და საუბედუროდ რამდენი ამგვარი "ქართველია" გუშინ წინ ,გუშინ წაულნი,და დღეს, იქ რომ არიან,მათ ფეხ ქვეშ გაგებულნი!!! ქართველთათვის "მოსიყვარულე"მეზობელ ქვეყანაში "მუცელამოყორილნი რუსული ძეხვით".არ უნდა გვავიწყდებოდეს ვახტანგოვ -სუმბათოვ -გაჩხარტიშვილებულ -გაბასილაშვილებულ-გაუკუჯავებული ღრუზინებისნაირთა არარაობა ყოფის საფასური..... და თუ ქართველებს ამგვარი, ჩვენდამი იმფერიული "თანადგომის ",ანაზღაურების , რუსული თუ ოსმალური იქნება ან სხვათა იმ დროსათვის ჩვენი ქვეყნის მტრისა, სხვისის მსურველთა-ორცხობილას გადმოგდების თუ შოლტის მოღერების მეშვეობით, არ გვესმის,არც ვართ სახელმწიფოებრიობის ღირსნი.აი ასე ბრტყლად გეტყვით კაკაკასნაირად მაფიქრალებს,ეგებ კედელს ცერცვი შეაყარე, არ გამომივიდეს თორემ , ასობით მედროვე"ნიჭიერთათვის "ჩემთვის კი ვაი ქართველებისათვის, სადაც არ უნდა "საქმიანობდენ თუ განისვენებდენ",სამშობლოს სიყვარულზე თქმული,ნებისმიერი ქადაგი,წყლის ნაყვაა,მეტი არაფერი.
manchester
09 იანვარი 2017 10:24
0
ერთი რომ ქილიკობთ ამდენს თქვენ სად თამშობდით. გაგვაგებინეთ თუ. ღმერთი გწამთ ეხ
ნოკი
09 იანვარი 2017 05:33
0
ერთი რომ ქილიკობთ ამდენს თქვენ სად თამშობდით. გაგვაგებინეთ თუ. ღმერთი გწამთ ეხ
ნოკი
09 იანვარი 2017 05:33
0
აუ ეს ჩელებაძე თუ ვინ არის...ეგრევე რუსეთში რომ მიარბენინებს ფეწხბურთელებს, ორ კაპიკს აშOვნინებს და ამავე დროს კარიერას უნგრევს...მოაშორონ აქაურობას...
giorgi
09 იანვარი 2017 02:01
0
tkveni bogma da ararismtkmelikomentarebis ra vtkvi.tkve usakmuro dabogmianebo.visi ra sakmeavin sad cava vis rashi ainteresebs tkveni azri saertod .


kkkk
08 იანვარი 2017 21:58
0
ორენბურგში თამაშზე ოცნებობდა ბავშვობიდან და რა გინდათ ტო? აბა სხვა რომელი გუნდი გაგიგიათ უკეთესი???? ჰაა?.....ვაი შ..ს პ.....ს!
GELA 2
08 იანვარი 2017 21:03
0
რამდენიმე თვე მოვიმატე სიცოცხლის იმდენი ვიცინე :D :D :D
giga
08 იანვარი 2017 18:14
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული