ლეგიონის უქმეები: სერია A-ში ლევან მჭედლიძის კარიერაში პირველად...

AutoSharing Option
ზედიზედ 4 მატჩი სასტარტო შემადგენლობაში სერია A-ში, რაც პირველად მოხდა ლევან მჭედლიძის კარიერაში...

ლევანმა 90 წუთი ითამაშა ყოფილი გუნდის, "პალერმოს" წინააღმდეგ. 26-ე წუთზე მან მეტოქის კარში დაუმუშავებლად დაარტყა, თუმცა სტუმართა გუნდი მცველმა იხსნა, როცა ბურთს გადაეღობა.

მატჩის ბედი 76-ე წუთიდან გადაწყდა, როცა მოედანზე ვეტერანი მასიმო მაკარონე შევიდა. ზუსტად ერთ წუთში მჭედლიძემ თავით დაუგდო ბურთი მაკარონეს, რომელიც საჯარიმოში მოცელეს. პენალტი თავად დაზარალებულმა დაარტყა - 1:0. რომან ჭანტურია მატჩის განაცხადში იყო.

ლევანმა ზედიზედ მეოთხედ ითამაშა "ემპოლის" სასტარტოში. აქედან ორჯერ მან მოედანზე შეუცვლელად
დაჰყო. ასეთი რამ მის კარიერაში ბოლოს 2012 წელს მოხდა, როცა გუნდი სერია B-ში თამაშობდა.

* * *
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში გიორგი აბურჯანიას "სევილია B"-მ "ოვიედოს" უმასპინძლა და თვალსასეირო მატჩში 5:3 გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თამაშში 84-ე წუთიდან ჩაერთო.

20 ტურის შემდეგ აბურჯანიას გუნდს 30 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზეა.

* * *
ჯაბა კანკავას "რეიმსი" საფრანგეთის თასის 1/32-ფინალიდან რანგით მეხუთე ლიგის "სარგემინმა" გამოაგდო, როცა შინ 2:1 აჯობა. მწვრთნელმა კანკავა 73-ე წუთზე (1:1-ზე) შემოიყვანა მოედანზე.

* * *
კვიპროსის ჩემპიონატში ქართველთა "ახნასი" "ერმისს" დაუპირისპირდა, რომლის რიგებშიც თამაშობს ერთი ჩვენებური - ირაკლი მაისურაძე. "ახნასმა" 3:1 იმარჯვა.

მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ნიკა კაჭარავამ (გააფრთხილეს), ნიკა ყიფიანი კი 69-ე წუთზე გიორგი ილურიძემ შეცვალა. კიდევ ერთი ჩვენებური, გია გრიგალავა ტრავმირებულია.

წაგებულთა შორის იყო მაისურაძე, რომელიც 62-ე წუთზე ექსდინამოელმა კარლეს კოტომ შეცვალა. "ერმისი" 25 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო "ახნასი" 21 ქულით მერვეა.

* * *
პორტუგალიის სეგუნდა დივიზიონში ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტემ" სტუმრად 0:1 დათმო "ფამალიკაოსთან". ჩვენებურს არ უთამაშია. "ჟილ ვისენტე" 24 ქულით გასავარდნ ზონაში ჩაეშვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
"მოედანზე შეუცვლელად დაჰყო" - :)))))))) აბა შეცვლილი მოედანზე როგორ დაჰყოფდა?
odala
09 იანვარი 2017 20:26
0
ლევან მაგრად გგულშემატკივრობ, მიდი ძმა!!! შენი წარმატება ყველას გვახარებს.
giorgi
09 იანვარი 2017 16:31
0
ჯერ ნაკლები სჰანსებიაქ დზაან ზანტია უნდა იმუსჰავოს სისცრაფეზე.
ბაჯო
09 იანვარი 2017 15:54
0
მესამე გოლი კაცარავამ გაიტანა და კრაცუნოვს მიაცერეს,რას ნისნავს ეს?
bacho
09 იანვარი 2017 14:43
0
კაჭარავამ გაიტანა მესამე გოლი ამ თამაში რატომ არ წერთ? მაგრად ათამაშდა და ძალიან გვიხარია ყველას. თურმე ეთნიკოსის დარ გუნდებშიც შესაძლებელია თავის გამოჩენა და აქედან კარგ ჩემპონატში მოხვედრა, ნამდვილად კარგ გუნდში უნდა მოხვდას ნიკა ღირსია ამის.
kika
09 იანვარი 2017 12:32
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული