უკვე გაცნობეთ, რომ ზუგდიდის "ბაიას" ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ასპარეზობას იწყებდა. შაბათს ჩვენმა გუნდმა ამ ტურნირზე პირველი თამაში ჩაატარა და ვერ ვიტყვით, რომ თავი შეირცხვინა – ჯგუფის ფავორიტ იტალიურ "ბარდოლინო ვერონასთან" 0:3 დამარცხდა. ცნობისათვის, მანამდე იტალიელებმა უელსური "სუონსი" 7:0 გაანადგურეს.
"ბაიას" კარში გოლები 37-ე, 49-ე და 83-ე წუთებზე გავიდა. "ბაიამ", რომელსაც გერონტი ნაჭყებია წვრთნის, ამ შემადგენლობით ითამაშა: ნადირაშვილი, სუთიძე, ქველიძე, ტატუაშვილი, სხირტლაძე, თოდაძე, მალიძე, სურმანიძე, ჭიჭინაძე, მესხიძე (61. ქადარია, 89. ყურაშვილი), ბერაია (78. ქობალია).
შემდეგ მატჩს "ბაია" სლოვენიური "კრკას"
წინააღმდეგ ჩაატარებს.