1:29!!!

AutoSharing Option
სწორედ ამ ანგარიშით წააგო ჯამში ორი მატჩი  საქართველოს 17-წლამდელ გოგონათა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე შვეიცარიაში ასპარეზობს.

პირველ მატჩში გერონტი ნაჭყებიას გუნდი მასპინძლებთან 1:17 განადგურდა, გუშინ კი პოლონელებთან ოდნავ ნაკლები სხვაობით, 0:12 დამარცხდა.

რა გვეთქმის, მსგავს შედეგებს, საუბედუროდ, შეჩვეული ვართ. ჩვენი ქალები საერთაშორისო არენაზე მოვალეობის მოხდის მიზნით თამაშობენ, საქართველოში კი ქალთა ფეხბურთის განვითარების ნება-სურვილს საერთოდ ვერ ვხედავთ.

20 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები შედარებით სუსტ ლატვიას ეთამაშება, ორი ტურის შემდეგ კი ჩვენს ჯგუფში ასეთი სატურნირო მდგომარეობაა:

სატურნირო ცხრილი
1. შვეიცარია 2 2 0 0 32-1 6
2. პოლონეთი 2 2 0 0 18-0 6
3. ლატვია 2 0 0 2 0-21 0
4. საქართველო 2 0 0 2 1-29 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული