უეფას 2012–13 წწ. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს გოგონათა შორის საქართველო უმასპინძლებს

AutoSharing Option
გუშინ, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ევროპის 2012-13 წლის 17 წლამდე ქალ ფეხბურთელთა ტურნირის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

კენჭისყრაში ევროპის 44 ქვეყანა მონაწილეობდა, რომელთა შორის საქართველოს ნაკრებიც იყო. ჩვენი გოგონები მეცხრე ჯგუფში მოხვდნენ, სადაც ჩვენი მეტოქეები ირლანდიის, ფინეთის და ბელორუსიის ნაკრები გუნდები იქნებიან.

ჯგუფური კენჭისყრის გარდა, გუშინვე გაირკვა მინი-ტურნირების მასპინძელი ქვეყნების ვინაობაც.

მეცხრე ჯგუფის საკვალიფიკაციო ეტაპი 2012 წლის 1-6 ოქტომბერს გაიმართება და მისი მასპინძელი საქართველო იქნება.

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს გოგონებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ მშობლიურ გარემოში ასპარეზობა ჩვენს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებს
წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული