საქართველოს ქალთა ნაკრებმა ლიტვას მოუგო და ჯგუფში გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებული სტარტი აიღო.

თეიმურაზ სვანაძის გუნდმა დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში მასპინძელ ლიტვას 4:3 სძლია და შემდეგ რაუნდში გასვლის შესანიშნავი შანსი აქვს.

საამისოდ ოთხგუნდიანი ჯგუფის ორ საუკეთესო გუნდში მოხვედრაა საჭირო.

საქართველოს ნაკრები პირველი ტურის შემდეგ ჯგუფის ლიდერია, რადგან მეორე შეხვედრა ფარერებსა და ჩერნოგორიას შორის ფრედ, 3:3 დასრულდა.

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
4.04. ვეტრა
საქართველო-ლიტვა 4:3

გოლები: 0:1 ვანაგაიტე (9), 0:2 ბლოზიტე (17), 1:2 პასიკაშვილი (32), 2:2 ჭყონია (39), 3:2 მატვეევა (60), 3:3 მაზუკელიტე
(82), 4:3 კუნიჩკაიტე (85. ს.კ.)
საქართველო: ჭკუასელი, სუთიძე, პასიკაშვილი, ქველიძე, მალიძე, თოდაძე, მატვეევა, ჭიჭინაძე (73. ბაქრაძე), ჭყონია, ტატუაშვილი, სხირტლაძე
სათადარიგოები: გულორდავა, კვალიაშვილი, ხუბულური, ბასილაძე, ზაქაიძე
მწვრთნელი: თ. სვანაძე

VideoSportall.Ge
04.04.13. (ქალები) საქართველო - ლიტვა 4:3


სატურნირო ცხრილი
1. საქართველო 1 1 0 0 4-3 3
2. ჩერნოგორია 1 0 1 0 3-3 1
3. ფარერები 1 0 1 0 3-3 1
4. ლიტვა 1 0 0 1 3-4 0

6 აპრილი
საქართველო-ჩერნოგორია
ლიტვა-ფარერები

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ყოჩააღ..მაგარიააა..ძალიან ვისიამოვნე, კარგი თამაში იყო!!!
ნუკრი
13:35 05-04-2013
0
ჯარიმებს რომ ურტყამდა ეგ ვაჟთა ძირითად ნაკრებში უნდა თამაშობდეს. (ან ასწავლოს ვინმეს ეგეთი დარტყმები)
mamuka
14:41 05-04-2013
0

სიახლეები პოპულარული