"გვათამაშეთ ფეხბურთი" - ამპუტანტ ფეხბურთელთა ლიგა საქართველოში [VIDEO]

AutoSharing Option
ომის გმირები, სტუდენტები, ხელოვანები, სხვადასხვა პროფესიის და ისტორიის მქონე ადამიანები - ყველა ფეხბურთმა გააერთიანა.

"ამპუტანტ ფეხბურთელთა ლიგაში" 7-კაციანი შემადგენლობით 6 გუნდი თამაშობს. 43 წლის კაპიტანმა, რომელიც გუნდს წარმატებით უძღვება, თამაში წლების წინ დაიწყო.

გიორგი ხვედელიძემ მარჯვენა ფეხი 23 წლის წინ დაკარგა, როცა რუსეთში ყოფნისას მატარებელმა გადაუარა. მისი თქმით, ადაპტაციაში სწორედ ფეხბურთი დაეხმარა.

ამპუტანტი ფეხბურთელები ბევრს ვარჯიშობენ და ძირითადად, დროს მოედანზე ატარებენ. მათთვის მოედანზე წარუმატებლობა დაუშვებელია, გატანილი გოლი კი ყველაზე დიდი სიამოვნებაა.

ამპუტანტი სპორტსმენები, რომელთა უმრავლესობამ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში და ავღანეთის
მისიაში მიიღო ტრავმა, ჩივიან, რომ არა სახელმწიფოს უყურადღებობა, უფრო დიდი წარმატების მიღწევასაც შეძლებდნენ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ავტორი: ნინო ჭანია
წყარო: palitratv.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული