ბოლო ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა უსუსტეს ანდორას 7:0 მოუგო და პირველი ადგილი მოიპოვა.
ანდორასთან შეხვედრამდე ჩვენებმა ჯერ ფარერების ნაკრებს სძლიეს (2:0), შემდეგ კი მალტასთან დამარცხდნენ (1:2). საბოლოოდ, ქართველების მსგავსად, მალტისა და ფარერის კუნძულების ნაკრებებმაც 6-6 ქულა მოაგროვეს, მაგრამ ბურთების უკეთესი შეფარდების წყალობით პირველ ადგილზე თამაზ კოსტავას გუნდი გავიდა.
ანდორას წინააღმდეგ კოსტავამ ნაკრები შემდეგი შემადგენლობით ათამაშა: ჭკუასელი (ნადირაშვილი 70), პასიკაშვილი, თოდაძე, მატვეევა, ჭყონია, ჭიჭინაძე
გოლები გაიტანეს: ჭყონია (4), მატვეევა (2), ჭიჭინაძე.
შესარჩევი ეტაპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში შემდეგ პლეი ოფია. ევროპის ჩემპიონატს კი 2017 წლის აგვისტოში ჰოლანდია უმასპინძლებს.
წყარო: gff.ge