ეს გოგონა, ფოტოებიდან თბილად რომ გვიღიმის, ანი ზაქაიძეა. 20 წლის. ფეხბურთელი... ფეხბურთელი? დიახ, ფეხბურთელი! თან, ისე უბრალოდ ფეხბურთელი კი არა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი! ქალთა ნაკრების, რა თქმა უნდა. პოზიცია? მარჯვენა მცველი.
ანისთან, რომელსაც ფეხბურთის გარდა, ავტომობილებიც ძალიან უყვარს, ინტერვიუ ჟურნალმა "ავტობილდმა"
"ვიცი, რომ გოგო ფეხბურთელი უცნაური ამბავია - მით უმეტეს, ქართულ რეალობაში, მაგრამ ჩვენი ნაკრები სტერეოტიპებს ამსხვრევს: აი, ელიტრაუნდი გავიარეთ და შესარჩევში გავედით, საიდანაც ფინალურ ეტაპზე ხვდებიან და ახლა ისეთ სერიოზულ მეტოქეებთან მოგვიწევს თამაში, როგორებიცაა იტალია და შვეიცარია.
ფეხბურთის თამაში დაახლოებით 6-7 წლის ასაკიდან დავიწყე - რა თქმა უნდა, ეზოში, ბიჭებთან ერთად. სხვათა შორის, თავიდანვე ისე ვთამაშობდი, რომ უარს არ მეუბნებოდნენ, ყოველთვის სიამოვნებით მათამაშებდნენ. გოგო ვიყავი და არ მეუხეშებოდნენ, მაგრამ მაინც კარგად ვთამაშობდი, ბევრ ბიჭზე უკეთესადაც კი. სერიოზულად ვარჯიში კი 12 წლის ასაკიდან დავიწყე და მას მერე ოფიციალურად ვარ ფეხბურთელი”, - ამაყად ამბობს ანი.
დედაჩემი დიდხანს ფიქრობდა, რომ ეს უბრალოდ გატაცება იყო და სანამ საქართველოს ნაკრებში არ მოვხვდი, მანამდე ჩემს ფეხბურთელობას სერიოზულად არავინ უყურებდა".
ჩვენს გოგონებს შესარჩევის პირველი ოფიციალური მატჩი 18 სექტემბერს აქვთ - იტალიის ნაკრებს ესტუმრებიან, მერე კი, 22 სექტემბერს თბილისში ჩეხეთის ნაკრებს უმასპინძლებენ.
ფეხბურთელ ანი ზაქაიძეს ბოლოს ეს აუცილებელი კითხვაც დავუსვით: რომელია მისი საყვარელი ფეხბურთელი და რომელი მამაკაცი ფეხბურთელი ესიმპათიურება ყველაზე მეტად?
ანის საყვარელი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდოა, ყველაზე სიმპათიურ ფეხბურთელად კი ასევე მადრიდის ”რეალის” ნახევარმცველი ისკო მიაჩნია.
ისკოს ხსენებაზე ანის თვალები ისე გაუბრწყინდა, რომ მივხვდით, მეტი აღარაფერი უნდა გვეკითხა...
(იხილეთ სტატია სრულად)
www.autobild.ge