აზერბაიჯანი-საქართველო 0:1

AutoSharing Option
ფოტო
საქართველოს ჩვიდმეტწლამდელ ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა დღეს, ბაქოში აზერბაიჯანელი თანატოლები 1:0 დაამარცხა. გერონტი ნაჭყებიას გუნდმა ანა ჩემიას პირველ ტაიმში გატანილი გოლით ამხანაგური შეხვედრა მოიგო.

ქართველი გოგონები აზერბაიჯანელ მეტოქეს 19 თებერვალს განმეორებით შეხვდებიან. აზერბაიჯანული საიტის ცნობით, მატჩს 1500 გულშემატკივარი ესწრებოდა.

აზებაიჯანის ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა სისი რაიტმა თავისი შეგირდების მარცხზე ასეთი კომენტარი გააკეთა:

"ერთი მხრივ, გოგონებს გულშემატკივართა მხრიდან ასეთი ყურადღება გაუხარდათ. მაგრამ, მეორეს მხრივ, დაძაბულობა და ნერვიულობა იგრძნობოდა - ეს მათი პირველი საერთაშორისო თამაში იყო მშობლიურ კედლებში. მატჩის მსვლელობისას გადაცემებში სიზუსტე გვაკლდა და
შეტევის დაწყებისას სიძნელეებს ვაწყდებოდით."


მომზადებულია azerisport.com-ის მიხედვით





.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავთ გოგონებო ამ გამარჯვებას!!! სულ ასე გაგეხარებინოთ. ქართულ ქალთა ფეხბურთის ისტორიას წერთ თქვენ ახლა! რაფერ არ დაგლოცოთ რავა თქვენ გამახარეთ?! ღმერთი იყოს თქვენი მფარველი და წარმატების მომტანი!!!
ჩვენს გოგონებს გაუმარჯოთ!!!
01:48 20-02-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული