საქართველოს 17-წლამდელ ქალთა ნაკრები აზერბაიჯანული შეკრებიდან დაბრუნდა, სადაც გერონტი ნაჭყებიას გუნდმა ადგილობრივ ნაკრებთან ორი საკონტროლო მატჩი ჩაატარა.
უკვე გაუწყეთ, რომ ქართველებმა პირველი შეხვედრა ანა ჩემინავას გოლით 1:0 მოიგეს, მეორე თამაში კი 0:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მეკარე თეკლე გულორდავამ თერთმეტმეტრიანი მოიგერია.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.