როგორი იქნება საქართველოს "ვარსკვლავური" ნაკრები "ზამთრის თასზე"

AutoSharing Option
2017 წლის 13, 14 და 15 იანვარს თბილისის ოლიმპიური სასახლე დარბაზის ფეხბურთში "ზამთრის თასის" პირველ გათამაშებას უმასპინძლებს. 15 იანვარს გულშემატკივარს ესპანეთის, უკრაინის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ვეტერანი ვარსკვლავების თამაშის ხილვა შეეძლებათ. გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს უეფას გუნდიც.

მანამდე კი, დარბაზის ფეხბურთის ფესტივალის ფარგლებში, 13-14 იანვარს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 16 გუნდს შორის ჯგუფურ ეტაპზე ნახევარფინალისტები გამოვლინდებიან, რომლებიც 15 იანვარს გამოარკვევენ ჩემპიონის ვინაობას.

- "ზამთრის თასი": საქართველოს ნაკრებში კობიაშვილი, იაშვილი, კალაძე და ქინქლაძე ითამაშებენ
- "ზამთრის თასი": ალბელდა, სალვა ბალესტა, ტიმოშჩუკი და სხვები
თბილისში...


გუნდების საბოლოო შემადგენლობები ბოლომდე დადგენილი ჯერ კიდევ არაა, თუმცა Sportall.ge შეეცადა გაერკვია, ვინ ითამაშებს საქართველოს ნაკრებში და ვის ჩამოსვლას შეიძლება ველოდოთ თბილისში.

ლევან კობიაშვილი, კახა კალაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ქინქლაძე - ეს ფეხბურთელები რომ იქნებოდნენ საქართველოს ნაკრების წევრები, უკვე ვიცოდით. როგორც შევიტყვეთ, ჩვენს ნაკრებში გიორგი ლომაია, დავით გვარამაძე, გიორგი დემეტრაძე და მიხეილ ყაველაშვილიც ითამაშებენ. ამ შემადგენლობას, შესაძლოა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაც შეემატოს.

ცნობილია ესპანელთა სავარაუდო შემადგენლობაც: ჟოან კაპდევილა, მარკოს სენა, სერხი ბარხუანი, ხოსე ამავისკა, ხუან კარლოს აბლანედო, ხულიო იგლესიასი, ლუის სემბრანოსი, მილა, ხუანფრანი.

შევიტყვეთ, რომ თბილისს შესაძლოა ანდრეი შევჩენკო, ანდრეი ვორონინი და ანატოლი ტიმოშჩუკიც ეწვიონ. არაა გამორიცხული, საქართველოს დედაქალაქში თურქი უმით ქარანიც ჩამოვიდეს.

გულშემატკივარს ფესტივალის პირდაპირი ტრანსლაციის ხილვის საშუალება სფფ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ექნება, ვარსკვლავების ფინალს კი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი შემოგთავაზებთ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს საქართველოს ნაკრებია თუ ბიძინას გუნდი.არველაძეები,ცხადაძე,ასათიანი და უამრავი კიდე რატომ არ ეძახით.
Dato
11:49 13-01-2017
0
იქნებ შოთა მიგეწვიათ ან ასათიანი ან ვინმე სხვა თორე ჩაიცვით ყველამ 41 ნომრიანი მაისურები მწვრთნელად ბიძინა დაიყენეთ და სტადიონიც პარტ აქტივით შეავსეთ თუ აქაც პოლიტიკური შეხედულობებია წინა პლანზე
Mamuka
01:40 13-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული