ანგარიში თავდაპირველად თბილისელებმა გახსნეს - თავი ბაჩანა არაბულმა გამოიჩინა. "გაგრამ" მცირე მონაკვეთში ორი გოლის გატანა მოახერხა - ჯერ იყო და ლევან პაპავამ გაიტანა, შემდეგ - გიორგი ვეკუამ. "დინამომ" პირველ ტაიმში მაინც შეძლო ანგარიშის გათანაბრება - შორეული დარტყმით "გაგრას" კარი გიორგი თევზაძემ აიღო. ტაიმი ასეც დასრულდა - 2:2.
მეორე ტაიმში "დინამომ" მიყოლებით 3 გოლი გაუშვა: გაფრინდაშვილმა დუბლი გაიფორმა, ერთი გოლი კი
ამგვარად, "გაგრა" "ზამთრის თასი 2017"-ის გამარჯვებული გახდა.