"ეს კორპუსი არ ააშენონ და ახალ, კოხტა და თანამედროვე სტადიონს ავაშენებ"

AutoSharing Option
ორიოდე დღის წინ თბილისის "დინამომ" დიღმის ბაზის მიჯნაზე წამოწყებული მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტა. სპორტული ობიექტიდან 5 მეტრში მშენებარე 16-სართულიანი კორპუსები "დინამოს" ბაზას ჟირაფივით გადახედავს, რაც ბაზას ზრდის თეორიულ შანსსაც დაუკარგავს. ამას ვინ ჩივის, საფეხბურთო ბაზის გარშემო არსებული კომფორტული გარემო სრულიად დაირღვევა და ობიექტი მთავარ ფუნქციას შეელევა.

ნოდარ ახალკაცი ჭკვიანი კაცი იყო და ამიტომაც მოინდომა "დინამოს" ბაზის დიღომში დატოვება - იქ, სხვა უბნებთან შედარებით, ფეხბურთელები უფრო მშვიდ და კომფორტულ გარემოში ივარჯიშებენო. ის ბაზაზე დიდმოხელე კომუნისტებსაც არ უშვებდა, ფეხბურთელებისთვის სიმშვიდე რომ არ
დაერღვიათ და საფლავში ამოტრიალდებოდა, ეს ამბავი რომ შეეტყო.

"დინამოს" პრეზიდენტის მრჩეველმა ლევან სალუქვაძემ დედაქალაქის მერიას კიდევ ერთხელ მიმართა თხოვნით, რომ სამშენებლო კომპანიას ალტერნატიული ფართი გამოუყოს.

"თავიდან ნებართვა სამსართულიანი ნაგებობის მშენებლობაზე გაიცა, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ 18-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდებოდა. თუ ეს პროცესი არ შეჩერდება, ბაზა რეალურ ფუნქციას დაკარგავს და სპორტსმენები ნორმალურ პირობებში ვეღარ ივარჯიშებენ", - ამბობს სალუქვაძე.

სტადიონის აშენების ვალდებულებას ვიღებ
"ლელომ" მოკლე ინტერვიუ ჩაწერა "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიასთან:

- რეალურად მიგაჩნიათ იმ მშენებლობის შეჩერება, რომელიც უკვე დაწყებულია?
- ბერლინის კედელი დაანგრიეს და ჯერარაშენებული კორპუსის შეჩერება და მისთვის ალტერნატიული ტერიტორიის გადაცემა რა პრობლემა უნდა იყოს?

სამშენებლო კომპანია არაფერ შუაშია, მაგრამ სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, ადგილმონაცვლეობა გაუკეთონ - ეს ზონა უნდა იყოს დაცული, მშენებლობა კი შესაჩერებელია.

ადრეულ წლებში, დიღმის ბაზის პერიმეტრზე სამ-ოთხსართულიანზე მეტის აშენება არ შეიძლებოდა. სხვათა შორის, თავიდან უფლება სამსართულიანი სავაჭრო შენობის მშენებლობაზე გაიცა და მერე გავიგეთ, რომ სამ მაღალსართულიან კორპუსს დგამდნენ. რატომ, რომ "დინამოს" ბაზამ ფუნქცია დაკარგოს? ეს დაუშვებელია, რადგან ეს კომპლექსი მხოლოდ რომან ფიფიას საკუთრება არაა, ის საქართველოს ეკუთვნის.

- როგორც შევიტყვეთ, ამ ტერიტორიაზე პატარა სტადიონის მშენებლობა გსურდათ...
- ყველა დონეზე მაქვს ნათქვამი, რომ ამ ვალდებულებას ჩემს თავზე ვიღებ - ეს კორპუსი არ ააშენონ და ახალ, კოხტა და თანამედროვე სტადიონს ავაშენებ.

ქვეყანას არ აქვს თანამედროვე საფეხბურთო ბაზები და სტადიონები, მით უფრო - ასეთი ბაზა. არც არავინ აშენებს. ამიტომაც უნდა მოვუაროთ და თუ საშუალება იქნება, გავაფართოვოთ. ლაპარაკია 3-5-ათასიან სტადიონზე, რაც ჩვენი ჩემპიონატის თამაშების ჩასატარებლად დღეს სავსებით საკმარისია, რომელიც ჩვენს ჭაბუკთა გუნდებსა და ასაკობრივ ნაკრებებსაც მოემსახურება.

"მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზე საფარი გაფუჭდა, რადგან იქ რამდენიმე გუნდი თამაშობს. სტადიონების აშკარა დეფიციტია და ეს პრობლემა არ უნდა მოგვარდეს?

ეს მშენებლობა ბაზას მიკროკლიმატს სრულად უკარგავს. მერე იგივე სხვებსაც მოუნდებათ. გამოდის, ბაზა უნდა გადავიტანო. მეც სახლების აშენება რომ დავიწყო, ვინმე დამიშლის? მაგრამ ეს როგორ უნდა ვიკადრო?

როგორც ევროპაში იციან...
სადავო საკითხთან დაკავშირებით ორიოდე დღის წინ თბილისის მერიის წარმომადგენელმა სამარცხვინო კომენტარი გააკეთა - ბაზასთან კორპუსის წამოჭიმვა მშენებლობის ნორმებს არ არღვევსო.

ცხადია, რომ ეს ნორმაა ქვეყანაში, რომლის დედაქალაქშიც 23 სტადიონი გაასხვისეს და მათ ადგილზე კორპუსები მოაწყვეს, ძველ 35-ე სკოლაში კი ახლა ტრაილერების სადგომია...

ნორმაა ქვეყანაში, სადაც მთავარი საცურაო აუზი გააუქმეს; ველოტრეკზე სასაფლაო გახსნეს; "დედაქალაქის ფილტვებად" წოდებული იპოდრომი გაყიდეს...

ნორმაა ქვეყანაში, სადაც ბათუმი, ზუგდიდი და ფოთი უსტადიონოდაა დარჩენილი?!

ჩვენი არქიტექტურული ნორმები ევროპელებს "ნოუ ჰაუდ" გამოადგებათ. ფაქტია, რომ გერმანიაში, ინგლისში, ესპანეთსა და იტალიაში ამ გრანდიოზულ "აღმოჩენას" არ იცნობენ. ნახეთ "რეალის", "ბარსელონას", "მანჩესტერის", "იუვენტუსის", "ბაიერნის"... ასევე, ინგლისის ნაკრების ბაზების ფოტოები. ნეტავ სად არის ამ ფოტოებზე ქართული "ნორმებით" აშენებულ-ჩადგმული კორპუსები?

Sportall.Ge
ფოტოზე: "ბარსელონას" ბაზა

Sportall.Ge
ფოტოზე: "რეალის" ბაზა

Sportall.Ge
ფოტოზე: "იუვენტუსის" ბაზა

ნორმა კი ეს არის - ბაზა უნდა იყოს მშვიდ გარემოში და მის გვერდით კორპუსის აშენება იმდენად წარმოუდგენელი არქიტექტურული ნონსენსია, ევროპაში მასზე ნებართვის გაცემა აზრადაც არავის მოუვა. და თუ მოუვა, ამისთვის კვარტალურ პრემიას ნამდვილად ვერ მიიღებს. ბოლოს და ბოლოს, საქართველოში ისეთი ნორმები უნდა დავამკვიდროთ, ფულის შოვნის სურვილს ქვეყნის და ქალაქების არქიტექტურული იერსახე არ გადავაყოლოთ.

გამოსავალი კანონის მიღებაა, მათ შორის, არქიტექტურულ ნორმებზე. იმაზეც, რომ სტადიონებისა და ბაზების გასხვისებისას მათი პროფილის შეცვლა უნდა აიკრძალოს და ასე შემდეგ. აი, რაში უნდა მივბაძოთ ევროპას!..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 29 /
ამაში ფიფია 100 პროცენტიანია. თბილისის მერია არის კორუმპირებული ქვეყნის მტრებით დაკომპლექტებული
leo
31 იანვარი 2017 10:38
0
იმ მიწას პატრონი ჰყავს! სალუქვაძე თუ აზრზე არაა, ფიფია ხომ ბიზნესმენია და უნდა იცოდეს, რომ ამქვეყნად მუქთი არაფერია; მივიდეს მიწის პატრონთან და მოურიგდეს
რუსთავში, აზოტის ტერიტორიაზე ვინმემ სტადიონის აშენება რომ დააპიროს, ფიფია მუქთად შეივიწროვებს თავს? არამგონია
მერაბი. გ
31 იანვარი 2017 06:15
0
ეს ვინმემ გააგდეთ დინამოდან
Alexander
31 იანვარი 2017 04:43
0
ამაზე სულელი კომენტარები არ წამიკითხია კაი კაცია ფიფია
მათე
31 იანვარი 2017 04:23
0
თბილისის მერია თვითონ სამარცხვინო ორგანიზაციაა და აბა რა განცხადებას გააკეთებდა!როგორი მერიც ყავს ქალაქს, ისეთი მთავარი გუნდიც ყავს
კახა ქირია
31 იანვარი 2017 02:39
0
უმადური ხალხი ვართ ქართველები. ნუ უკარგავთ ამ კაცს რაც გააკეთა მარა რაც გინდა გააკეთო მაინც უკმაყოფილოები არიან ესენი. დასავლეთ საქარველოში გააკეთოსო?! იქ არ ჰყავთ პატრონი. ხომ შეიძლება კალაძემ სამადლობელოს პონტში თავის ქალაქს დაეხმაროს პატარა სტადიონის აშენებაში. ესეთი თავდადებული გულშემატკივარი ერთი სტადიონის ღირსი არაა,ანდა ბათუმი ავიღოთ სირცხვილის გრძნობა დაკარგული გაქვთ უკვე რამდენი ხანია ეს ქალაქი უსტადიონოდაა. და ფიფიათი არიან კიდე უკმაყოფილოები
კახა ქირია
31 იანვარი 2017 02:29
0
სტადიონი კი არა გუნდი ააშენე გუნდი რას დაამსგავსეთ ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელები მაინც მოიყვანეთ დინამო დაიყვანეთ ერთი საშუალო ქართული გუნდის დონეზე მოიყვანეთ წესიერი ახალგაზრდები კვასხვაძე ჰამზიჩი თედო გრიგალაშვილი ნიკა ჭანტურია ქიმაძე ხარაიშვილი პარუნაშშვილი დააბრუნეთ გუნდში თემურ შონია დათო ჯიქია თუ იმდენს ვერ ახერხებ რომ წესიერი ლეგიონერი მოიყვანო ის მაინც ქენით რომ საუკეთესო ფეხბურთელებით მაინც გააძლიერიო გუნდი
avoe
30 იანვარი 2017 20:52
0
ხო ჯობდა ჩუმად ყოფილიყო? ეყიდა და აეშენებინა :)
რეზო
30 იანვარი 2017 20:40
0
რა ეწერა კობიაშვილზე და ყაველაშვილზე?
კახა
30 იანვარი 2017 19:20
0
ამ კაცს 2 ნორმალური ლეგიონერი ვერ უყიდია კლუბისთვის და სტადიონს ააშენებს?
ლევანი
30 იანვარი 2017 18:27
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული