ნოდარ ახალკაცი ჭკვიანი კაცი იყო და ამიტომაც მოინდომა "დინამოს" ბაზის დიღომში დატოვება - იქ, სხვა უბნებთან შედარებით, ფეხბურთელები უფრო მშვიდ და კომფორტულ გარემოში ივარჯიშებენო. ის ბაზაზე დიდმოხელე კომუნისტებსაც არ უშვებდა, ფეხბურთელებისთვის სიმშვიდე რომ არ
"დინამოს" პრეზიდენტის მრჩეველმა ლევან სალუქვაძემ დედაქალაქის მერიას კიდევ ერთხელ მიმართა თხოვნით, რომ სამშენებლო კომპანიას ალტერნატიული ფართი გამოუყოს.
"თავიდან ნებართვა სამსართულიანი ნაგებობის მშენებლობაზე გაიცა, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ 18-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდებოდა. თუ ეს პროცესი არ შეჩერდება, ბაზა რეალურ ფუნქციას დაკარგავს და სპორტსმენები ნორმალურ პირობებში ვეღარ ივარჯიშებენ", - ამბობს სალუქვაძე.
სტადიონის აშენების ვალდებულებას ვიღებ
"ლელომ" მოკლე ინტერვიუ ჩაწერა "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიასთან:- რეალურად მიგაჩნიათ იმ მშენებლობის შეჩერება, რომელიც უკვე დაწყებულია?
- ბერლინის კედელი დაანგრიეს და ჯერარაშენებული კორპუსის შეჩერება და მისთვის ალტერნატიული ტერიტორიის გადაცემა რა პრობლემა უნდა იყოს?
სამშენებლო კომპანია არაფერ შუაშია, მაგრამ სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, ადგილმონაცვლეობა გაუკეთონ - ეს ზონა უნდა იყოს დაცული, მშენებლობა კი შესაჩერებელია.
ადრეულ წლებში, დიღმის ბაზის პერიმეტრზე სამ-ოთხსართულიანზე მეტის აშენება არ შეიძლებოდა. სხვათა შორის, თავიდან უფლება სამსართულიანი სავაჭრო შენობის მშენებლობაზე გაიცა და მერე გავიგეთ, რომ სამ მაღალსართულიან კორპუსს დგამდნენ. რატომ, რომ "დინამოს" ბაზამ ფუნქცია დაკარგოს? ეს დაუშვებელია, რადგან ეს კომპლექსი მხოლოდ რომან ფიფიას საკუთრება არაა, ის საქართველოს ეკუთვნის.
- როგორც შევიტყვეთ, ამ ტერიტორიაზე პატარა სტადიონის მშენებლობა გსურდათ...
- ყველა დონეზე მაქვს ნათქვამი, რომ ამ ვალდებულებას ჩემს თავზე ვიღებ - ეს კორპუსი არ ააშენონ და ახალ, კოხტა და თანამედროვე სტადიონს ავაშენებ.
ქვეყანას არ აქვს თანამედროვე საფეხბურთო ბაზები და სტადიონები, მით უფრო - ასეთი ბაზა. არც არავინ აშენებს. ამიტომაც უნდა მოვუაროთ და თუ საშუალება იქნება, გავაფართოვოთ. ლაპარაკია 3-5-ათასიან სტადიონზე, რაც ჩვენი ჩემპიონატის თამაშების ჩასატარებლად დღეს სავსებით საკმარისია, რომელიც ჩვენს ჭაბუკთა გუნდებსა და ასაკობრივ ნაკრებებსაც მოემსახურება.
"მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზე საფარი გაფუჭდა, რადგან იქ რამდენიმე გუნდი თამაშობს. სტადიონების აშკარა დეფიციტია და ეს პრობლემა არ უნდა მოგვარდეს?
ეს მშენებლობა ბაზას მიკროკლიმატს სრულად უკარგავს. მერე იგივე სხვებსაც მოუნდებათ. გამოდის, ბაზა უნდა გადავიტანო. მეც სახლების აშენება რომ დავიწყო, ვინმე დამიშლის? მაგრამ ეს როგორ უნდა ვიკადრო?
როგორც ევროპაში იციან...
სადავო საკითხთან დაკავშირებით ორიოდე დღის წინ თბილისის მერიის წარმომადგენელმა სამარცხვინო კომენტარი გააკეთა - ბაზასთან კორპუსის წამოჭიმვა მშენებლობის ნორმებს არ არღვევსო. ცხადია, რომ ეს ნორმაა ქვეყანაში, რომლის დედაქალაქშიც 23 სტადიონი გაასხვისეს და მათ ადგილზე კორპუსები მოაწყვეს, ძველ 35-ე სკოლაში კი ახლა ტრაილერების სადგომია...
ნორმაა ქვეყანაში, სადაც მთავარი საცურაო აუზი გააუქმეს; ველოტრეკზე სასაფლაო გახსნეს; "დედაქალაქის ფილტვებად" წოდებული იპოდრომი გაყიდეს...
ნორმაა ქვეყანაში, სადაც ბათუმი, ზუგდიდი და ფოთი უსტადიონოდაა დარჩენილი?!
ჩვენი არქიტექტურული ნორმები ევროპელებს "ნოუ ჰაუდ" გამოადგებათ. ფაქტია, რომ გერმანიაში, ინგლისში, ესპანეთსა და იტალიაში ამ გრანდიოზულ "აღმოჩენას" არ იცნობენ. ნახეთ "რეალის", "ბარსელონას", "მანჩესტერის", "იუვენტუსის", "ბაიერნის"... ასევე, ინგლისის ნაკრების ბაზების ფოტოები. ნეტავ სად არის ამ ფოტოებზე ქართული "ნორმებით" აშენებულ-ჩადგმული კორპუსები?
ფოტოზე: "ბარსელონას" ბაზა
ფოტოზე: "რეალის" ბაზა
ფოტოზე: "იუვენტუსის" ბაზა
ნორმა კი ეს არის - ბაზა უნდა იყოს მშვიდ გარემოში და მის გვერდით კორპუსის აშენება იმდენად წარმოუდგენელი არქიტექტურული ნონსენსია, ევროპაში მასზე ნებართვის გაცემა აზრადაც არავის მოუვა. და თუ მოუვა, ამისთვის კვარტალურ პრემიას ნამდვილად ვერ მიიღებს. ბოლოს და ბოლოს, საქართველოში ისეთი ნორმები უნდა დავამკვიდროთ, ფულის შოვნის სურვილს ქვეყნის და ქალაქების არქიტექტურული იერსახე არ გადავაყოლოთ.
გამოსავალი კანონის მიღებაა, მათ შორის, არქიტექტურულ ნორმებზე. იმაზეც, რომ სტადიონებისა და ბაზების გასხვისებისას მათი პროფილის შეცვლა უნდა აიკრძალოს და ასე შემდეგ. აი, რაში უნდა მივბაძოთ ევროპას!..
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მეგობარო შემ მგონი მართლა დაიჯერე რომ ბევრის მცოდნე და განსაკუთრებულად იდეალური აზრების მატარებელი ხარ? ;)
კახა კალაძეს ფინანსურად საერთოდ არაფერი აქვს სამტრედიის კლუბთან, გარდა ადრეულ წლებში 1-2-ჯერ გაწეული ჰუმანიტარული რამდენიმე ათასი ლარის დახმარებისა (რისთვისაც მას დიდი მადლობა) რადგან ის სამტრედიიდან გაუშვეს "წაი ბიძია აქ შენგან ფეხბრუთელი არ გამოვაო" ( ზივზივაძის არ იყოს -ოღონდ თბილისში ). ხოლო მამამისი თუ მართავს საბიუჯეტი თანხებით დაფინანსებულ კლუბს,ეს უკვე სხვა თემაა და არაა აქ გასარჩევი.
ასე რომ კალაძეს არც ეკუთვნის ამ სტადიონის აშენება და არც გვინდა მისგან აშენებული სტადიონი. სტადიონის აშენება ანუ აღდგენა/ კომპენსაცია 15 000 ტევადობის სტადიონისა ეკუთვნის საქართველოს რკინიგზას,რადგან მათმა უკანონოდ დაანგრიეს და ჯართში ჩააბარეს ეს სტადიონის ტრიბუნები.
ფიფიამ რაც გააკეთა ფინანსურად ის დასაფასებელია და აქ ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ კლუბის მენეჯმენტი რომ ცუდი ჰყავს და ამდენი ფულის ხარჯვის შედეგი არ სჩანს ეს ყველას აღიზიანებს,რაც არ უნდა იყოს ბატონ რომანის მოგება შესდგება აზოტისა და ფეროს მუსაობიდან ამოღებული ფულით და იქ არსებული დაბალი ხელფასებით. ათასობით ადამიანი შემცირებულ ხელფასს იღებს რომ წარმოიქმნას მოგება და ამ მოგებიდან დაიდოს დინამოს ზარმაცი ფეხბურთელების საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასები.ერთი დინამოელი 10 ჯერ მეტ ხელფასს ღებულობს ვიდრე ფეროს მუშა ,რომელსაც კიბოთი დაავადება გარანტირებული აქვს,აი ამას ვხვდებით ჩვენ ბატონო კახა, თქვენდა გასაოცრად ჩვენაც გვაქვს ინტელექტი.
საქმე იმაშიცაა რომ თბილისში მოკვდა ფეხბურთის ყურების კულტურა, ის არსებობს მხოლოდ უცხოური კლუბების ან ნაკრებების შემთხვევაში და ეს არაა მხოლოდ ფეხბურთის პრობელმა, ეს საერთოდ სპორტის პრობლემაა თბილისში. არცერთ სპორტს არა აქვს ამხელა ქალაქის შესაბამისი დასწრება შიდა ჩემპიონატზე. ამიტომაც ამ კუთხითაა მძიმე ეს თემა. ჩვენ რომ ნაკრებისათვის ჰოკეისტები ვიქირავოთ და მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდეთ, მენტალურად ჰოკეის არმცოდნე ქართველები ჰოკეიზეც კი 50 000 მოვლენ, მაგრამ იმავე ბიჭებით რომ ეროვნული ჩემპიონატი ჩაატარო ჰოკეიში, 10 კაცზე მეტი არ მოვა.
ასე რომ,ახლა ფიფიას საფიქრალი მართლაც არის მაყურებელი და ალბათ ერთ-ერთ ვარიანტად მართლა ვარგა კლუბის ქალაქიდან გატანა რამდნეიმე წლით,მაგრამ შორს. რუსთავში არავინ ეყოლება მაყურებლი,ერთი საუკეთესო ვარიანტია ხაშური, თუკი იქაურ სტადიონს აღადგენს რამდენიმე მილიონად (არც დაეკარგება მისი საკუთრება გახდება დ აგამაოდგება) რეგიონში დაბუდებულ დინამსო ეყოლება მაყურებელი, ხოლო თბილისში საერთაშორისო მატჩებზე ისედაც მი მკიუვა ყავაწრუპიათა არმია, ეგაა და ეგ. თუმცა ჯერ ყველაფერი იწყება არა დიდი ხარჯებიდან,არამედ სწორი მენეჯმენტიდან და აქედან უნდა გამოასწოროს კლუბში მდგომარეობა.