დამოუკიდებლობის 27 წელიწადი - ყველაფერი ქართული ფეხბურთის მოსაკლავად...

AutoSharing Option
საქართველოს დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაციის დაფუძნებიდან 27 წელიწადი გავიდა. 1990 წლის 15 თებერვალს თავისუფლებისკენ სწრაფვას საფეხბურთო სამყაროც შეუერთდა და თავისი გზით სიარული არჩია.

დიდი დრო გავიდა, მთელი თაობები შეიცვალა საქართველოში, დიდი კატაკლიზმები მოხდა, ერთი ატომური ბომბი არ ჩამოვარდნილა, თორემ ყველა უბედურება დაგვატყდა თავს - შიდა და საგარეო ომები, მუდმივი ეკონომიკური კრიზისი და გაჭირვება... რა გასაკვირია, რომ პერმანენტული სტრესის ქვეშ მყოფ ქვეყანაში ფეხბურთის დონეც საგრძნობლად დაეცა.

ქვეყანამ, რომელიც დამოუკიდებლობას აცხადებდა და ოცნებობდა, ღირსეულად ევლო თავისუფლების გზაზე, ამ პრობლემების გადამკიდე, ფეხბურთისთვის რეალურად ვერ
მოიცალა.

ვოცნებობდით, რომ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე გვეთამაშა და დამოუკიდებლობიდან 27 წლის თავზე ფიფას ბოლო რეიტინგით მსოფლიოს საფეხბურთო ოჯახში 125-ე ადგილზე ვართ, რაც ქართველი გულშემატკივრისთვის დიდი დარტყმაა.

ბევრი ცდილობს, საქმის ისე წარმოჩენას, თითქოს ეს უბედურებები თავს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის გამო დაგვატყდა. მაგრამ პოსტსაბჭოელთა რეიტინგებს რომ გადავხედოთ, ცხადია, გახდება - ორიოდე ქვეყნის გარდა, ფეხბურთი პოსტსაბჭოურ სივრცეში წინ წავიდა. ტაჯიკეთი, თურქმენეთი და მოლდოვა ვარსკვლავებს ისედაც ვერ წყვეტდნენ, საქართველომ კი ყველაზე დიდი რეგრესი განიცადა.

ანუ ამ 27 წელიწადში ყველაფერი გავაკეთეთ საიმისოდ, რომ წინა თაობების შრომა წყალში ჩაგვეყარა.

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში თბილისის "დინამო", ისევე, როგორც ამა თუ იმ რესპუბლიკის მთავარი გუნდი, რეალურად, საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს წარმოადგენდა. გასაოცარი ისაა, რომ კლუბების ჯამურ სტატისტიკაში "დინამოს" საბჭოეთში მე-4 შედეგი ჰქონდა. ახლაც მე-4 ვართ, ოღონდ... ბოლოდან.

27 წლის წინათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენზე წინ იქნებოდნენ ის ქვეყნები (უზბეკეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ყირგიზეთი), რომელთაც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გუნდი ხან ჰყავდათ, ხან - არა. მაგრამ ახლა ეს ფაქტია და ამიტომაა, სომხეთის შემდეგ ევროპაში მაყურებელთა დასწრების კლებაში საქართველო რომ ლიდერობს.

ფიფას მიმდინარე რეიტინგი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის
ქვეყანა ქულა
30. უკრაინა 805
61. რუსეთი 592
63. უზბეკეთი 554
72. ბელარუსი 470
82. სომხეთი 422
89. აზერბაიჯანი 388
96. ყაზახეთი 352
109. ლიტვა 324
113. ლატვია 306
119. ესტონეთი 291
124. ყირგიზეთი 265
125. საქართველო 263
133. ტაჯიკეთი 231
144. თურქმენეთი 200
163. მოლდოვა 145.

უეფას ანტირეიტინგში (კლუბების ლიცენზირების შედარებითი ანგარიშიდან) საქართველოს ჩემპიონატი 54 ქვეყანას შორის მხოლოდ მეოთხეა (ირლანდიას, ბელარუსსა და ყაზახეთს შორის) 2015 წლის მონაცემების მიხედვით, სადაც ეროვნული პირველობის მატჩების ტელეტრანსლაციიდან შემოსავალი ნულის ტოლია.

ჩვენი საკლუბო მარკეტინგის დონე ქვის ხანისას ოდნავ თუ აღემატება და ლოგიკურია, რომ ევროპული კლუბების ასოციაციის შეხვედრებიდან ჩამოსული ჩვენი წარმომადგენლებისგან გვესმის, რომ იქ მხოლოდ ერთ მოთხოვნას აყენებენ - უეფამ ევროტურნირებიდან მიღებული დაფინანსება გაუზარდოს! ასეთი "ღრმა" აზროვნების შედეგია, "სხვა შემოსავლების" გრაფაში ქართული კლუბების არსებული თანხების წილი 81 პროცენტს რომ შეადგენს.

ჩვენი ფეხბურთი თავად სახელმწიფოს მდგომარეობასაც ასახავს. მაგალითად, ყაზახეთი ერთადერთია პოსტსაბჭოურ ქვეყნებს შორის, სადაც ბიუჯეტი დაგეგმილს აჭარბებს. აზერბაიჯანიც ბუნებრივი რესურსებით წამოდგა ფეხზე. ორივემ კი ფეხბურთი ისე განავითარა, რომ ჩემპიონთა და ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპებსაც გაუსინჯეს გემო (ევროპალიგას გაუშინაურდნენ კიდეც). რეალური პროგრესია ესტონეთსა და ლატვიაში, უზბეკეთი კი აზიის რეგიონის ლიდერებშია. ბალტიისპირელებს ფრენა არ უსწავლიათ, მაგრამ დაღმასვლას მაინც ასცდნენ.

ასე კი იმიტომ მოხდა, რომ ამ ქვეყნებში სწავლობდნენ და ინფრასტრუქტურას აშენებდნენ, საქართველო კი ამ 27 წლის განმავლობაში არათუ არაფერს აკეთებდა, აშენებულსაც კი ანგრევდა და ლამის ყველაფერი გაკეთდა, ჩვენში ფეხბურთი რომ ჩამკვდარიყო. საფეხბურთო სამყარო ხომ სახელმწიფოს მთელი 25 წლის განმავლობაში ეხვეწებოდა ფეხბურთის განვითარების პროგრამის მიღებას. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ქაოსში ჩაფლულს პოზიციების შენარჩუნება გაუჭირდა.

შეცდომა ის იყო, რაც მერე მოხდა, თორემ 27 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება დროული, საჭირო და აუცილებელი იყო. იმიტომ, რომ საქართველოს დროშას მსოფლიო სარბიელზე უნდა ეფრიალა.

იმედია, გავა წლები და 15 თებერვლის იდეალები მაინც განხორციელდება, ეს კრიზისი და გულგრილობაც წარსულს ჩაბარდება და ქართული ფეხბურთი ჭაობიდან ამოძვრება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ქართუყლ ფეხბურთს ყოველთვის რუსები ებრძოდნენ და დღემდე ებრძვიან.
თქვენი აზრით რატომ მოხდა რომ ყველასაგან კმაყოფილი კახაბერ ცხადაძე გადადგა? მართლა ხომარ გგონიათ კობიაშვილს არ მოსწონდა ან ფინანსური კუთხით ვერ შეთანხმდნენ? რუსეთში ანუ ჭაობში რატომ იძირებიან ქართველი ტალანტები რომელნიც მესისა და რონალდოს დონეზე შეუძლიათ თამაში?
იქნებ მართლა გგონიათ რომ ყიფიანის, მესხის, მეტრეველის, მაჩაიძის, ქინქლაძის, კალაძის სამშობლოში ფეხბურთი არარსებობს და მკვდარია? ან ნიჭი არ აქვთ? რომ იძახით დისციპლინა გვაკლიაო, მალოტელი ყველაზე უდისციპლინო ფეხბურთელია ესვროპაში და ყველაზე ახალგზარდა და ნიჭიერიც ლეგენდებთან შედარებით.

ქართული ფეხბურთის უბედურება რუსეთია, რატომ ხდება თქვენი აზრით სხვა უცხოური კომპანიების მიერ ქართული სტადიონების განადგურება მიზანმიმართულათ და რატომ არავინ იცავს ქართულს სტადიონებს ამ 20 წლის განმავლობაში? რატომ ჩამოართვეს და წაართვეს ქართულ ფეხბურთს ყველაფერი? იმიტომ რომ რუსეთს ასე სურდა! ეს ფაქტია! რატომ ჩამოდის ფიფას ვიცე პრეზიდენტი ფეხბურთის არჩევნების წინა დღეს საქართველოში და რა მიზნით? რატომ აცხადებს სახელმწიფო ფეხბურთში არ ჩაერიოსო?
ისევ და ისევ რუსეთია მტავარი უბედურება საქართველოსი.
ქართველ ფეხბურთელებს არაფერი აკლიათ რომ ინგლისის და იტალიის დარი ჩემპიონატი გვქონდეს და დიდიც, მარა რუსებს ასე არ სურთ! რატომ არის რომ ქართული ფეხბურთი იშლება და ფინანსები არ არის ან იპარავენ რუსების დასმული აგენტურები ფეხბურთის ფედერაციაში? საიდანაც გაქრა დინამოს მილიონები.

დღეს ერთადერთი გუნდი საქართველოში რომელიც ყველას ყველაფერით აღემატება დინამო თბილისია, ყველაფერი აქვს რომ ითამაშოს და გაზარდოს ტალანტები, მარა დარწმუნებულები იყავით რომ დინამოს აკადემიასაც მალე გააუქმებენ რუსები უცხოური კომპანიების ზეწოლით. არიფიქროთ მარიხუანას ვეწევი, ნარკომანი ვარ! ეს ჩემი აზრიკი არა ცოცხალი ფაქტებია.
საქართველოს ნაკრები ვერასოდეს ითამაშებს ევროპაზე, მსოფლიოზე, ამას რუსები არასოდეს დაუშვებენ!

ქართული კლუბები ვერასოდეს ითამაშებენ ჩემპიონთა ლიგაზე და აღარაფერს ვლაპარაკობ მოგებაზე.

ქართუველი ფეხბურთელები ვეღარასოდეს ითამაშებენ დიდ გუნდებში, ჩვენმა მტრებმა კალაძის ჩეცდომა დაუშვეს და ახლა ზეწოლა გააათმაგეს. ყველა ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის ადგილი რუსეთი ან უკრაინა იქნება და იქ დაიხრჩობიოან!

ასეთი პრობლემაა რაგბიშიც! თქვენი აზრით 6 ერზე რატომ არ გვიღებენ? იმიტომ რომ რუსეთის ავტორიტეტი სარგებლოს. რუსეთში რაგბი 0, მაგრამ რუსეთს აქვს უფლება როგორც დიდ სახელმწიფოს რომ დაბლოკოს ქართული რაგბის განვითარება! და საბოლოოდ მOშლა.მერე აზრის დანერგვა რომ საქართველო არასპორტული ქვეყანააო. ყველა ნIჭიერი სპორტსმენის რუსეთის სახელით გამოყვანა და დიდი ფინანსური იარაღებით მათი დაყოლიება, რაც კვერკველიას, ასათიანს, ანანიძეს, გაუკეთეს, გაუკეთებენ სავარაუდოდ გიორგი არაბიძეს რომ დამალონ ევროპისთვის და დაახრჩონ უკრაინაში ან რუსეთში და ჩვენს კიდევ ერთ დალანტს რომელიც პსჟ თამაშობს, სამწუხაროდ სახელი დამავიწყდა და გვარი!

შეიძლება არ დამეთანხმოთ, მარა რუსეთისაგან მარტო პოლიტიკურ ზეწოლას არასოდეს განვიცდიდით, ამასზედერთვო სულიერი გაჩანაგებაც და საბოლოოდ მოთხრა!
ქართული სპორტი დაღუპულია და ვიდრე რუსეთი იარსებებს საქართველო ვერასოდეს იქნება დაწინაურებული ქვეყანა ვერცერთ სფეროში. არც ნატოში და ევროკავშირში მიგვიღებენ და არც კულტურული დეგრადირების გზას ავცდებით, აღარაფერი რომ ვტქვა ეკონომიკურ მხარეზე. სამწუხაროდ ასეა.
Heraclius (Kaxeti)
10:46 18-02-2017
0
ბოლო ბოლო მაინც გამოეყოფოდი. ეგ არაფერ შუაშია.
ჩემი აზრით მთავარი შეცდომაა ის, რომ ფეხბურთის ცოდნა არ გვაქვს. ინტერვიუებს სულ ვკითხულობ. როცა მიზეზებზე ლაპარაკობენ, ასახელებენ მხოლოდ ფულს და სტადიონების არქონას. მაგრამ ფული და სტადიონები არც აფრიკაშია. ან ამატებენ ფიზიკურ მოუმზადებლობას. ესეც სისულელეა. ამის გაუმჯეგესება შეიძლება და მეოთხე მიზეზს ასახელებენ-მენტალობას. რაც საერთოდ სხვაზე გადაბრალებაა. მთავრია ფეხბურთელებს ზრდიან ისე როგორც 40 წლის წინ. ახალგაზრდებმა არ იციან რა ქნან როცა ბურთს მიიღებენ, ამიტომ ყველა იწყებს მატაობას ან დრიბლინგს. მეტი არაფერი იციან. უფრო ზუსტად ეწერა გროზნის ინტევიუში, რომელიც ამ გაზეთმა გამოაქვეყნა. ვიმეორებ მთავარი გაჭირვება არის ფეხბურთის უცოდინრობა.
haha
11:42 18-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული