შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. დაწინაურება 64-ე წუთზე ქუთაისელებმა გიორგი ქიმაძის გოლით შეძლეს, ხოლო მატჩის მიწურულს რუსებმა გაათანაბრეს.
"ტორპედომ" მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო:
რ. კვასხვაძე, ხურცილავა, ჭიჭინაძე, ადამაძე, ქიმაძე, გიგაური, მამასახლისი, დოლიძე, ბაბუნაშვილი, ტუღუში, კაპანაძე
სათადარიგონი: ქვილითაია, გურული, ბურჯანაძე, მახარობლიძე, კუხიანიძე, ფურცხვანიძე, საღრიშვილი
ეს მატჩი "ტორპედოსთვის" ბოლო იყო თურქულ შეკრებაზე. შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს მარტვილში ტორპედოელები საქართველოს სუპერთასის შეხვედრაში ქვეყნის ჩემპიონ "სამტრედიას" დაუპირისპირდებიან.