მალე ზუგდიდელებმა უპირატესობა ორამდე გაზარდეს. ცოტნე სამუშიას ზუსტი პასით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ფარჯიკიამ მეტოქის კარის ბადე მეორედაც შეარხია - 2:0.
მატჩის ბოლოს აჭარლებმა ზუგდიდელთა მოდუნებით ისარგებლეს და ალექსანდრე ბაციკაძემ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. საბოლოოდ, "ზუგდიდმა" 2:1 გაიმარჯვა.
ზუგდიდი: მამინაშვილი, თ. აკობია, გ. მალანია, ზ. მალანია, რუხაია, დ. ქირია, ჟვანია, ნ. ქირია, ფარჯიკია, ც.
ამით ურეკის შეკრება დასრულდა და "ზუგდიდი" მზადებას უკვე საკუთარ ქალაქში, "ბაიას" ბაზაზე გააგრძელებს.
ახლა რაც შეეხება საკადრო თემას. ცნობილია, რომ უმაღლესი ლიგიდან გავარდნის შემდეგ "ზუგდიდი" ბევრმა მოთამაშემ დატოვა.
ახლა კიდევ ოთხი ფეხბურთელის საკითხი გაირკვა. ასე მაგალითად, ბადრი აქუბარდია კარიერას ხარკოვის "ჰელიოსში" გააგრძელებს. უკრაინული პასპორტის მქონე 24 წლის მცველი იქაური პირველი ლიგის (რანგით მეორე) კლუბში ახლახან ჩაირიცხა.
შეგახსენებთ, რომ აქუბარდია კიევის "დინამოს" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და უკრაინის ასაკობრივ ნაკრებშიც უთამაშია.
26 წლის თორნიკე ზარქუა კი კარიერას ბოლნისის "სიონში" გააგრძელებს. "ზუგდიდისა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა მეკარემ ბოლნისელებთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
რაც შეეხება მარცხენა ნახევარმცველ გივი იოსელიანს, ახალ სეზონს ის "ცხინვალში" დაიწყებს. ისევე, როგორც ზარქუამ, 26 წლის ნახევარმცველმაც პირველლიგელთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
"ზუგდიდის" ყოფილი კაპიტანი და ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ცენტრალური მცველი ნიკა აფაქიძე უცხოეთში წასვლას იმედოვნებდა, მაგრამ 24 წლის ფეხბურთელი საბოლოოდ "რუსთავში" აღმოჩნდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"