"სამტრედია" საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული გახდა

AutoSharing Option
26 თებერვალს მარტვილში მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე საქართველოს სუპერთასის მატჩი გაიმართა.

შეხვედრაში ანგარიშის გახსნა ტორპედოელებმა მე-17 წუთზე შეძლეს. კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი გიორგი გურულმა თავით "სამტრედიის" კარში გადაგზავნა და თავისი გუნდი დაააწინაურა.

სამტრედიელებმა გათაბრება 28-ე წუთზე მოახერხეს დავით რაჟამაშვილის გოლით, თუმცა უფრო მეტად ბრალეულობა როინ კვასხვაძეს მიუძღვნის, რომელიც აშკარად შეცდა.

პირველ ტაიმში ტორპედოელებმა მეორე ბურთი გაიტანეს, თუმცა მსაჯმა გოლი არ ჩათვალა მანამდე მომხდარი წესების დარღვევის გამო.

მეორე ტაიმში კი გოლი უკვე სამტრედიელებმა გაიტანეს. 58-ე წუთზე კვასხვაძე ისევ შეცდა და საბოლოოდ ბურთი
კარში თავით გიორგი ბერიაშვილმა გადაგზავნა.

საბოლოოდ მატჩი "სამტრედიის" გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა და გია ცეცაძის გუნდი სუპერთასის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ "სამტრედიამ" პირველად მოიპოვა სუპერთასი.

მატჩის შემდგომი კომენტარები:
- გია ცეცაძე: რაც მეტი ასეთი თამაში იქნება ქართულ ფეხბურთში, მით უკეთესი
- "თუ რამე ნაკლი დაინახეთ, იცოდეთ, ეს ჩემი ბრალია და არა - ფეხბურთელების"

მარტვილი, "მურთაზ ხურცილავა"
სამტრედია-ტორპედო 2:1 (1:1)
გოლები: 0:1 გიორგი გურული (17), 1:1 დავით რაჟამაშვილი (28), 2:1 გიორგი ბერიაშვილი (58)

ძირითადი შემადგენლობები
სამტრედია: 12. ომარ მიგინეიშვილი, 4. ნიკა სანდოხაძე, 6. გიული მანჯგალაძე, 7. დავით რაჟამაშვილი, 8. თეიმურაზ მარკოზაშვილი, 11. გიორგი ბერიაშვილი, 14. დავით ჯიქია (71 გურამ სამუშია), 20. გიორგი ახალაძე, 21. ლაშა კასრაძე, 22. გიორგი მჭედლიშვილი, 26, გიორგი დათუნაიშვილი (კ)

მთ. მწვრთნელი: გია ცეცაძე

ტორპედო: 89. როინ კვასხვაძე (კ), 3. გურამ ადამაძე, 5. დავით ხურცილავა, 8. შოთა ბაბუნაშვილი (61 ნიკა საბანაძე), 9. თორნიკე კაპანაძე, 10. გიორგი კუხიანიძე, 13. ბიძინა მახარობლიძე, 17. გიორგი გურული, 22. გრიგოლ დოლიძე, 23. გიორგი ქიმაძე, 77. მერაბ გიგაური

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

სათადარიგო სკამი
სამტრედია: 30. ნიკა დაუშვილი, 10. დავით ჩაგელიშვილი, 15. რუდოლფ სუხომლინოვი, 16. დავით მანჯგალაძე, 17. აკაკი ნინუა, 18. ჯემალ გოგიაშვილი, 77 გურამ სამუშია

ტორპედო: 1. მაქსიმე ქვილითაია, 2. ვაჟა ტაბატაძე, 4. ანრი ჭიჭინაძე, 6. ოლეგ მამასახლისი, 7. გაბრიელ საღრიშვილი, 11. ნიკოლოზ საბანაძე, 88. ბექა ტუღუში

მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ლ. თოდრია, გ. ელიკაშვილი, ჯ. ხორვა, დ. სანოძე, შ. ქუხილავა
მკითხველის კომენტარები / 28 /
romandros-s gverditma msajma es martla tu dainaxa iqve unda aecia alami da gaeherebina hexvedra.es xdeboda karidan 30 metrhi,man ki acala haedevna epizods bolomdis da golis gatanis hemdeg ascia alami.
es gamarjveba kaladzes hirdeboda tavis gadasarhenad.ar damiblokot gtxovt.
S.P
27 თებერვალი 2017 13:48
0
რატოარ ჩათვალეს ტორპედოს გოლი, ჯარიმა არა ლეღვი კიდე. რაც შეეხება ორივე გუნდს ტორპედოს ფორვარდი არ ყავს, სამტრედიას კიდე გუნდი, ამ სამტრედიით ლიგაზე კიდევ ერთ დიდ სირცხვილს მივიღებთ. კიდე სამტრედიას გოლი არ გაუტანია გოლები კვასხვაძემ უბრალოთ გაუშვა.
სიმართლე
27 თებერვალი 2017 12:52
0
chveulebriv tanabar brzolashi midioda tamashi da aseve orive gundi qmnida sagole momentebs metoqis kartan,neitraluri mayurebelma tanabari da dazabuli tamashi ixila,ubralod argaumartla torpedos da gaumartla samtredias radgan cota ufro naklebi shecdoma daushva.archatvlil gols rac shexeba chemtvisac gaugebari iyo magram chanaweris xilvis shemdeg kargad chans rom ashkarad xelit artva torpedoelma fexburtlma datunaishvils burti da ise gaketa sagole gadacema.orive gunds warmatebebi ganaxlebul chempionatshi...
romandro
27 თებერვალი 2017 12:35
0
იცერება სამტრედიამ კალადზის დახმარებიტ მოიგოო ეს არ ჰეეპერება სიმარტლეს რაც არ უნდა იკოს გუნდმა იტამაჰა დე ერტს დავამატებ ცარსულის დავიცკება არ ჰეიდზლება ქუტაისი მიკვარს და დიდი პატივ ვცემ მატ გულჰემატკივრებს ალბატ გემახსოვრებატ ეს დიდი ხნის ცინ იკო ჰექი ჰაააქრეს მის კარებტან და მხოლოდ განატება ჰვენს კარებტან იკო ისე მოიგეს გემახსოვრებატ სტაჯიან გულჰემატკივრებს
kkk
27 თებერვალი 2017 11:58
0
ჯანგო და ანტი კარგი ინტუიცია გაქვთ. ამასაც ნუ დამობლოკავთ!
გოგი ქუთაისელი
27 თებერვალი 2017 11:36
0
torpedos meore goli ahkarad ar hautvales.iq xeli ar iko.
. . . .
27 თებერვალი 2017 11:23
0
თურქეთში 8 ტორპედოს ფეხბურთელს 8 დღე გრიპი ქონდა, რომელმაც დაასუსტა სპორტსმენები.
გივი
27 თებერვალი 2017 11:08
0
ჩაჩავას სიტუაციაში პარალელი გავავლოდ, რომ იყიდოს ექიმები, მაგრამ საავადმყოფო და მიმდებარე ტერიტორია არ მიცენ საკუთრებაში!
გოგი ქუთაისელი
27 თებერვალი 2017 10:57
0
ჩხეტიანს უნდა გამოეცვალა კვასხვაძე, გვიან გააკეთა შეცვლები. კარანაძე სუსტი შემტევია. დამცველი თუ გაიტანს გოლს, ფულს არ აძლევენ რომ ნორმალური შემტევი მოიყვანონ,ან კარგი ლა-სკალას მსახიობები არიან, თან არ უყვართ ხელოვნურზე თამაში, რომელზეც მოსკოვის სპარტაკი თამაშობდა და ყველას უგებდა!
გოგი ქუთაისელი
27 თებერვალი 2017 10:53
0
სამწუხაროდ ვერ უყურე აქ ვერ დავიჭირე ტვპირველი.მიხარია რომ დადებითი კომენტარებია ძირითადად.სად შეიძლება რომ გოლები ან მიმოხილვა ვნახო, ვინმე თუ დამაკვალიანებთ მადლობელი ვიქნები.სამტრედიას ვულოცავ!(აქ გოლები ჯერ არ დევს)
კახა ქირია
27 თებერვალი 2017 03:22
0

სიახლეები პოპულარული