"თუ რამე ნაკლი დაინახეთ, იცოდეთ, ეს ჩემი ბრალია და არა - ფეხბურთელების"

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა სუპერთასზე მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 26 თებერვალს, სუპერთასის შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედო" "სამტრედიასთან" ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

- "სამტრედია" საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული გახდა

"ორივე გუნდმა სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშა. იყო ბრძოლაც... გვქონდა რამდენიმე მომენტი, რომელთა გამოყენება ვერ მოვახერხეთ და ამან დიდი გავლენა იქონია საბოლოო ანგარიშზე.

ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს და ჩემი დავალებები სწორად შეასრულეს. თუ რამე ნაკლი დაინახეთ, იცოდეს, ეს ჩემი ბრალია. ბიჭებმა მატჩის მოსაგებად ყველაფერი გააკეთეს...

მადლობას ვუხდი გია ცეცაძეს ჩემი შექებისთვის. იგივეს
ვიტყოდი მასზე: გია ძალიან ნიჭიერი და კარგი მწვრთნელია, მან ეს საქმით უკვე დაამტკიცა. ვულოცავ დღევანდელ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ მომავალში", - გვითხრა ჩხეტიანმა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
საბურთალოს მოვუგებთ!პოლიტბიურო დირეკტივებს ტორპედოს არ მიცემს.სხვა თამაში და ტაკტიკა იქნება. კახამ იცის თავისი საქმე. პირადათ მე არ ვაკრიტიკებ!
გოგი ქუთაისელი
15:09 27-02-2017
0
გიცანით გუადუა გიცანიიიით ))))))))))))
კახა
07:01 27-02-2017
0

სიახლეები პოპულარული