თბილისის "დინამომ" თურქული შეკრება გამარჯვებით დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 თებერვალს თბილისის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგური მატჩი ყირგიზულ აბდიშ-ათასთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ანგარიში გიორგი ჩაკვეტაძემ 36-ე წუთზე გახსნა, მეორედ კი ყირგიზთა კარში გიორგი კუციამ 53-ე წუთზე გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ "დინამომ" აქამდე ოთხი ტესტ-მატჩი ჩაატარა, საიდანაც 3 მოიგო და ერთი წააგო. დინამოელებმა ლუცკის "ვოლინი" ანგარიშთ 4:0 გაანადგურეს, დონეცკის "ოლიმპიკს" მინიმალური ანგარიშით სძლიეს, ბორისოვის ბატე-ს 2:0 აჯობეს, ხოლო ტურლის "არსენალთან" ანგარიშით 1:2 დამარცხნდნენ.

1-ელ მარტს კახა კაჭარავას გუნდი სამშობლოში დაბრუნდება და ჩემპიონატის სტარტისთვის მზადებას თბილისში გააგრძელებს.

საკონტროლო
მატჩი

დინამო-აბდიშ-ათა 2:0
გოლი: 1:0 ჩაკვეტაძე 36’ 2:0 კუცია 53’
დინამო: ლიტოვჩენკო (ბეგაშვილი 46), კობოური, ლოჩოშვილი, გველესიანი, ჩადუნელი, ნინუა, ჩაკვეტაძე, ზარია, თავაძე, კუცია, კვერნაძე
აბდიშ-ათა: აკიმაშევი, ჟიტანოვი, კარინოვი, მანობეკოვი, კუზდიაკინი, სორიგენკო, კუხარენკოვი, ჯუმაბაევი, სატიევი, ტემირბაევი, სარდარბეკოვი

ფოტო: fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს კარგი ქენით აბდიშ-ათას შემადგენლობა რომ დაწერეთ მაგათ ჩვენთან ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ და...სად პოულობენ ასეთ გუნდებს. როგორ გუნდებსაც ეთამაშებიან ისეთი ლეგიონერები მოყავთ
კახა ქირია
01 მარტი 2017 15:35
0
გოგა - "ყაზახურ გუნდს მოუგეს და რა ქნეს". რაო!! ყაზახურ გუნდს მოუგესო!!! კაი კაცო, მართლა!!! გოგა, იქნებ დაასახელო ეს ყაზახური კლუბი?
aliko
01 მარტი 2017 15:26
0
ალეკსანდრე -"ყირგიზეტშიც თუ თამაშობდნენ ფეხბურთს არ ვიცოდი". ტიპიური ღვრაცული აზროვნება. საქმეც მაგაშია რომ არ იცოდი. ცნობისათვის: ყირგიზეთის საფეხბურთო ნაკრები, ფიფას რეიტინგში საქართველოს ნაკრებზე წინაა (თებერვლის მონაცემი 124-ყირგიზეთი, 125 "ღრუზია"). ასე, რომ საკუტარ შესაძლებლობებს თუ კარგად შეაფასებთ და მის განვითარებაზე იფიქრებთ, ურიგო არ იქნება. აზერებიც და სომხებიც ხომ არ გისწრებენ რეიტინგში? კი!!! ვავა!!!!
slavik samsonian
01 მარტი 2017 15:21
0
ყირგიზეტშიც თუ თამაშობდნენ ფეხბურთს არ ვიცოდი
ალეკსანდრე
01 მარტი 2017 14:24
0
ყაზახურ გუნდს მოუგეს და რა ქნეს.რუსულს რატო ვერ მოუგეს?არაა ეს ის გუნდი რომელიც რაღაც წარმატებებს მიაღწევს.ესაა საქართველოში სამეულის გუნდი და მეტი არაფერი
გოგა
01 მარტი 2017 13:18
0
მართლა კარგად თამაშობს დინამო. არაა ცუდი.
kika
01 მარტი 2017 09:44
0

სიახლეები პოპულარული