ამის შემდეგ კიდევ ერთი ტენდერი გამოცხადდა, რომელსაც ბათუმის "დინამოში" დიდი იმედებით ელოდნენ და ვარაუდობდნენ, რომ ანგისას ბაზის მშენებლობა წლეულს მაინც დასრულდებოდა, მაგრამ... გუშინ ითქვა, რომ მორიგი ტენდერიც ჩაიშალა.
აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მერიაში აცნობეს, რომ ტენდერში არც ერთ კომპანიას არ მიუღია მონაწილეობა, ახალი ტენდერი (ელექტრონული) კი უახლოეს
მაშ, რა ხდება? რა მოჯადოებული წრეა ამისთანა, აქამდე თავი რომ ვერ მოება? ნახეთ, როგორი აღშფოთებულია ბათუმის "დინამოს" ერთ-ერთი გულშემატკივარი:
"სტადიონს ვინღა ჩივის, ამხელა კლუბს ბაზა ვერ აუშენეს! თუ არც ერთ კომპანიას მონაწილეობა არ სურს, ესე იგი, არაა მომგებიანი შეთავაზება. დაანებეთ ამ ტენდერებს თავი და მიეცით პირდაპირ რომელიმე კომპანიას. ბოლოს და ბოლოს, ნათესავს მიეცით ან ძმაკაცს, ფული შეჭამეთ, ჩაიდეთ ჯიბეში, ოღონდ, ბოლოს და ბოლოს, ეს ბაზა დაასრულეთ. რა გახდა ასეთი"?!
ასეთ დღეშია უსტადიონოდ და უბაზოდ დარჩენილი გუნდი, რომელმაც ბოლო სამ სეზონში ორჯერ მოიპოვა ევროპალიგის საგზური. კარგია, რომ კლუბს ფინანსურად ეხმარებიან, მაგრამ ფეხბურთს ასფალტზე ხომ არ ითამაშებენ?!
ნორმალურ ქვეყანაში ამაზე ვიღაც ნამდვილად პასუხს აგებდა, მაგრამ ჩვენთან...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"