ინფრასტრუქტურა: ააშენებენ სამტრედიაში სტადიონს?

AutoSharing Option
სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ლიგის არაოფიციალურმა გვერდმა საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა - მალე "სამტრედიას" ახალ სტადიონს აუშენებენო.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ "ახალი არენის" მაკეტების ფოტოებიც გავრცელდა.

Sportall.Ge

Sportall.Ge

აქედან გამომდინარე, ვიფიქრეთ, რომ ამ საკითხის მოგვარებაზე მუშაობა დიდი ხნის წინ დაიწყეს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ახალი სტადიონი 10 ათას გულშემატკივარს დაიტევს და უეფას სტანდარტებს დააკმაყოფილებს, ხოლო მშენებლობა 2018 წლიდან დაიწყება და 6 თვეში დასრულდება.

ამის შესახებ პირველად საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" განაცხადა:

"სამტრედიაში
კომფორტული, 10 ათას ქომაგზე გათვლილი ძალიან კარგი სტადიონის მშენებლობა იგეგმება", - წერდა მაშინ კალაძე.

ამ თემაზე 2015 წლიდან ლაპარაკობდნენ, მაგრამ ოფიციალურად არავინ ადასტურებს და ცხადია, ახლაც დანამდვილებით ვერავინ ამბობს, როდის დაიწყება "ეროსი მანჯგალაძის" განახლება თუ ახალი სტადიონის მშენებლობა.

დავინტერესდით და რეალური ამბები კლუბში გვითხრეს. ცხადია, სტადიონის აშენების სურვილი აქვთ და იმედოვნებდნენ კიდეც, რომ მშენებლობა 2017 წლის ზაფხულიდან დაიწყებოდა, მაგრამ საამისოდ კონკრეტული იურიდიული საკითხებია მოსაგვარებელი. უპირველესად, დაფინანსების წყარო უნდა მოიძებნოს, მერე კი ტენდერი გამოცხადდეს - ჯერ პროექტზე, ხოლო შემდეგ - უშუალოდ მშენებლობაზე.

სხვათა შორის, გვითხრეს, რომ სამტრედიაში მსგავსი ტიპის სტადიონის აშენება გაუმართლებლად მიაჩნიათ. მაკეტზე ჩანს, რომ ტრიბუნები გადაუხურავია, სამტრედიელთა თავკაცებს კი სურთ, რომ გადახურული იყოს, რადგან უამინდობაში ადამიანებს სტადიონზე მისვლის სურვილი არ გაუქრეთ.

მოკლედ, სამტრედიაში სტადიონის განახლება ძალიან უნდათ. "ეროსი მანჯგალაძე" საკმაოდ დიდ ფართობზეა განთავსებული და იქ 10-ათასიანი და უფრო დიდი არენაც თავისუფლად ჩაიდგმება. იმედოვნებენ, რომ პროექტს დააფინანსებენ, მაგრამ საამისოდ, ჯერ მხოლოდ პირველი ნაბიჯები გადაიდგა, გაგრძელება კი, იმედია, ნამდვილად იქნება.

რა თქმა უნდა, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის მიღება ძალიან დიდი და საჭირო საქმე იყო, მაგრამ პარალელურად, არანაკლებ აუცილებელია ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც - ეს ქართული ფეხბურთის დიდი პრობლემაა და განახლებული არენები ჰაერივით ესაჭიროება.

"სამტრედია" და მისი გულშემატკივრები კი "ეროსი მანჯგალაძის" განახლებას ნამდვილად იმსახურებენ. ან რა დააშავეს ბათუმელებმა, ფოთელებმა, ზუგდიდელებმა, ლანჩხუთელებმა?..

ქართული ლიგის პოპულარიზაცია ძნელია, როცა ტელეეკრანიდან მის მეორე, არც ისე სასიამოვნო მხარეს ვმალავთ, რადგან სტადიონის მეორე ტრიბუნის მხარეს უსახური ხედია. ეს ახლა სწორი და აუცილებელი ნაბიჯია, მაყურებელს უფრო ლამაზად შეფუთული თამაშები რომ შევთავაზოთ. მაგრამ, როცა მოწესრიგებული და კოხტა არენები გვექნება, მას ყველა კუთხიდან თამამად და სიამაყით გამოვაჩენთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 26 /
ოღონდ ააშენონ, ოღონდ ამათმა ითამაშონ კარგად და ზონდიკით ვივლი სტადიონზე.
haha
10 მარტი 2017 14:33
1
სამტრედიაში კომუნისტების დროს ათი ათასი კაცი პრობლემა არ იყო ასე რომ ღირსია სამტრედიელები კაი სტადიონის.
truxa
10 მარტი 2017 14:18
0
აუფ აუფ :D;D
Gaga
10 მარტი 2017 12:29
0
დღევანდელ დღეს, ისეთ სტადიონს რომლის მინიმუმ 30% მაინც არ არის გადახურული, როგორ უნდა აშენებდეს სახელმწიფო.აი ზგდიდში მაგალითად ააშენეს თეფშივით სტადიონი რომლსაც მარტო სამთავრობო ტრიბუნა აქვს გადახურული,რომლის ანალოგია ეს სტადიონიც.
თენგო
10 მარტი 2017 11:42
0
admin rato avceleb tyuil inpormacias? jer erti eg samtrediis maketi ar aris... da tu ginda samtrediis makets gamogigzavni.. daxuruli stadioniaa da shemodgomaze iwyeba mshenebloba..
dato
10 მარტი 2017 10:34
0
მორიგი ბოლი, ამათი აშენებული რამე მანახეთ და მერე ვილაპარაკოთ, ბათუმში ხო ააშენეს და ახლა სამტრედიას მიადგნენ :))) ბათუმში ბაზის მშენებლობა დაიწყეს და შუა გზაზეა მიტოვებული, იგივეა ფოთის სტადიონზე
გოგი
09 მარტი 2017 21:20
0
გადაუხურავ სტადიონებს ვიღა აშენებს ახლა??.
koka
09 მარტი 2017 20:50
0
კარგი რა, ხალხო, რა გინდათ, მშვენიერი მაკეტია, თქვენი მოსაწონი იქნება რამე? თუ ასე არ გაკეთდება, მერე დავაწიოკოთ სასამართლოებით.. არ ჩანს, თორემ ტაბლო როგორ არ იქნება გათვალისწინებული ასეთ სტადიონზე?
giorgi
09 მარტი 2017 19:53
2
ლაშა

სამტრედიას სამაყურებლო არეალში ცხოვრობს 200 000-ზე მეტი ადამიანი, ამდენივე ან ცოტა მეტი ცხოვრობს ქუთაისის სამაყურებლო არელაში. ქუთაისის სტადიონის ტევადობაა 13 000,ასე რომ სამტრედიის 10 000 ეს დასაშვები პრაგმატული მინიმუმია,რადგან თუკი კლუბი წარმატებით იასპარეზებს ასეთი ოდენობის მაყურებელი სეზონში 4-5 ჯერ ალბათ მაინც შეიკრიბება.
ისე კი სამტრედიაში 15 000 დასწრება ჩვეულებრივი მოვლენა იყო სსრკ-ს დროს ისევე როგორც ქუთაისში 25 000-ის.
Jango
09 მარტი 2017 19:22
0
ღმერთო ოღონდ მაგი ახდეს და....სამტრედიაში უყვართ ფეხბურთი და იმსახურებენ კარგ სტადიონს.
კახა ქირია
09 მარტი 2017 19:16
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული