უვიზოდ ევროპაში: რამდენი დაუჯდება ქართველ ქომაგს "ოცნების მატჩზე" დასწრება

AutoSharing Option
მარტის ბოლოდან საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ. უვიზო რეჟიმის პირობებში ჩვენს მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ გაემგზავრონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით (90 დღე) ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში. თავისთავად, აღნიშნული სიახლე გაახარებდა ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარსაც, რომლისთვისაც საყვარელი კლუბის თამაშზე წასვლა ახლა ბევრად იოლი გახდა, ვიდრე აქამდე იყო.

Sportall.ge-მ გადაწყვიტა, იმ გულშემატკივრებს, რომლებსაც უვიზო რეჟიმით სარგებლობა და "ოცნების მატჩზე" დასწრება პირველად სურთ, ხარჯებთან დაკავშირებით აუცილებელი რჩევები მიაწოდოს.

ავიაბილეთი
საქართველოში სამი აეროპორტი გვაქვს: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. ქუთაისის აეროპორტი ბევრად იაფია და გამომდინარე აქედან, ქუთაისიდან გამგზავრება
გულშემატკივრისთვის ფინანსური კუთხით უკეთესი იქნება.

ერთი თვის წინ ბილეთები ძალიან გაიაფებული იყო, ახლა კი, ვინაიდან მოთხოვნა გაიზარდა, ფასმაც საკმაოდ იმატა. საქართველოს მოქალაქეს იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში ან საფრანგეთში 3 დღით გამგზავრება თვითმფრინავით, დაახლოებით, 300 ევრო დაუჯდება (იგულისხმება ორივე გზა ჯამში).

უნდა ვივარაუდოთ, რომ გარკვეული ხნის შემდეგ ავიაბილეთების ფასი ისევ დაიკლებს.

სასტუმრო
თუ უცხოეთში მარტო მიდიხართ, სასტუმროზე დღეში მინიმუმ 50 ევრო უნდა გათვალოთ. ზოგადად კი, ძალიან კარგი სასტუმრო დაახლოებით 80 ევრო ღირს. ყველაზე იაფი ამ მხრივ იტალიაა, ყველაზე ძვირი კი - გერმანია.

თუმცა არსებობს საიტებიც, სადაც ბინის დაქირავება წინასწარ შეგიძლიათ. ასე რომ, თუ მეგობრებთან ერთად წახვალთ, თანხის დაზოგვის მიზნით სჯობს, ბინა იქირაოთ, რომლის ფასიც დღეში 70-დან 100 ევრომდე შეადგენს. ფასი ქალაქის მიხედვით განისაზღვრება.

რა ღირს მატჩზე დასასწრები ბილეთები
ბილეთების ყიდვა როგორც ადგილზე, ისე ონლაინ არის შესაძლებელი. ფასები, თავისთავად, განსხვავებულია. სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ყველაზე იაფ ბილეთს 20 ევროდ შეიძენთ, ინტერნეტით კი - 40 ევროდ.

ესპანეთში ბილეთები დაახლოებით 10-15 ევროთი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სხვაგან (იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში).

გაითვალისწინეთ: არავითარ შემთხვევაში შეიძინოთ ბილეთი გადამყიდველებისგან! გადამყიდველები სტადიონთან მრავლად არიან და ბილეთებს ტურისტებზე ასაღებენ, თუმცა იმ ბილეთების მყიდველები, საბოლოოდ, მატჩზე ვერ შედიან. საქმე ისაა, რომ ბილეთს, რომელსაც სალაროში ყიდულობ, შენი სახელი და გვარი აწერია. წესია - სტადიონზე შესვლისას ბილეთთან ერთად შენს პირადობის მოწმობსაც წარადგენ და თუ ბილეთზე სხვისი სახელი წერია, მაშინ სტადიონზე არ შეგიშვებენ.

სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე პატარა ჯიხურებია, სადაც უნდა შეიძინოთ ბილეთი და თქვენს სახელზე ამოაბეჭდინოთ. სწორედ ასე შეძლებთ სტადიონზე შესვლას.

მაგალითად, თუკი ტურინში, "იუვენტუსის" თამაშზე გსურთ დასწრება, მატჩის ბილეთები დაახლოებით 2-3 დღით ადრე უნდა იყიდოთ. წინა დღეს მათი შოვნა ძალიან გაგიჭირდებათ.

მიუნხენის "ბაიერნისა" და დორტმუნდის "ბორუსიას" თამაშებზე მოხვედრა ძალიან რთულია. ამ გუნდების გულშემატკივართა 80% სეზონის დასაწყისში მთელ წელზე აბონემენტებს ყიდულობს და დარჩენილი 20%-იც ძალიან მალე იყიდება.

ასეა მადრიდის "რეალის", "ბარსელონას" მატჩების ბილეთებთან დაკავშირებითაც...

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მატჩებზე კი ბილეთების შეძენას ინტერნეტით გირჩევთ, რადგან ადგილზე მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, მათი შეძენა რთულია. ევროტურნირების ბილეთები დაახლოებით 80-100 ევრო ღირს.

ხარჯი ქალაქში
3-დღიანი ვიზიტისას, გადაადგილება ევროპულ ქალაქში დაახლოებით 15-20 ევრო დაგიჯდებათ. მაგალითად, იტალიაში 10 ევროდ შესაძლებელია სამგზავრო ბილეთის შეძენა, რომლის მეშვეობით ერთი კვირის განმავლობაში ავტობუსით, მეტროთი და ტრამვაით ულიმიტოდ იმგზავრებ.

რაც შეეხება კვებას, თუ მომჭირნეობით დღეში 20 ევროსაც იმყოფინებთ, ჩვეულებრივ კი, დაახლოებით, 40 ევრო უნდა იანგარიშოთ.

ასე რომ, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ევროპაში საყვარელი გუნდის თამაშზე დასწრება გადაუწყვეტია, ეს სიამოვნება ჯამში 600-700 ევრო (მგზავრობა, მატჩის ბილეთი, სასტუმრო, კვება) დაუჯდება.
მკითხველის კომენტარები / 9 /
თოხლი მანდედან წამაიღეთ.
:DDDDDDDDDDD
გიჟუა
01 აპრილი 2017 09:45
0
ბერნაბეუს სტადიონზე მხოლოდ შესვლა და მუზეუმის დათვალიერება 20 ევრომდე გირს და მატჩზე ბილეთი როგორ ეგირება 20 ევრო
ava
01 აპრილი 2017 03:47
0
ელ კლასიკოს რაც შეეხება- აპრილის ელ კლასიკოს ბილეთი მინიმუმ 800$ დაგიჯდებათ, და ეგეც ძალიან უნდა შეეცადოთ რომ რამე დაინახოთ, საუბარია მე-3 კატოგორიის ბილეთზე. მაქსიმალური გამოცხადებული ფასი ამ წუთისთვის რაც არის ბილეთზე დაახლოებით 7500 ევროა, VIP კატეგორიაა
Maxo
01 აპრილი 2017 00:14
0
ra 800 evro wizz airt sakarvelodan budapeshtshi da shemdeg barcelonashi 350 dan 400 evromde jdeba orive mxares da daiklebs awi kideo
giorgi
31 მარტი 2017 18:09
0
ასე თუ ისე მისაღებია მაინც.აბა ამერიკაში ჩჩვეულებრივ-MLS-ის თამაშზე ყველაზე იაფი ბილეთი 80$ იწყება და სტადიტონი ყოველთვის სავსეა.საშ.დასწრება-16-18ათასია.თვითონ სტადიონზე შიგნითაც მაგარი სიძვირეა,
კახა ქირია
31 მარტი 2017 17:38
0
რომ მოყინოს, დადებს?
levani-s
31 მარტი 2017 16:35
0
ნუ მომინდომე რა წინა კომენტარის ავტორო ელ კლასიკოზე დასწრება 60 ევროდ. ამ თანხად ბარსა - ეიბარი იმყოფინე
levani
31 მარტი 2017 16:19
0
40 ევროდ ბილეთს იყიდი თუ კლუბის წევრი ხარ, ისე ძალიან გაგიჭირდება.
მიშოვეთ 60 ევროდ წლევანდელი ელ კლასიკოს ბილეთი და დამატებით 60 ევროს ისე გაჩუქებთ!
raio?
31 მარტი 2017 16:03
0
უფრო იაფადაც შეიძლება, მე ევროპაში ვცხოვრობ და გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით... მგზავრობა ეხლა გაძვირდა თორე ეგ ცოტახანშI ისევ გაიაფდება და 100 ევრო არი მაქსიმუმ რაც დაჯდება ორივე გზა, სასტუმროს რაც შეეხება ყველას ვურჩევ იაფიან ჰოსტელებში დაჯავშნოს ბილეთი, ბევრ ხალხს გაიცნობთ და იაფადაც გამოხვალთ, 10 ევროდ სულ თავისუფლად არი შესაძლებელი ჰოსტელის ნახვა დღეში ნორმალური პირობებით თან რამდენიმე კაცი თუ მოდიხართ შეგიძლიათ ერთი ოთახი დაბრონოთ. დანარჩენი ზევით წერია ჭამაც გადაჭარბებულია 10 ევრო თავზე გადაგივა. მე ვამბობ უბრალო ხალხზე ვისაც არა აქვს შესაძლებლობა წასვლის თორე ფუფუნების მოყვარულები ვისაც 600-700 ევრო ფეხბურთზე წასასვლელად არ ენანება აქამდეც დადიაოდა თავისუფლად ევროპაში და რა აზრი ქონდა ამ სტატიის დაწერას?
beso
31 მარტი 2017 16:02
0

სიახლეები პოპულარული