ვიქტორ ხლუსი: ასე ეხმარებოდა "გურია" თბილისის "დინამოს"...

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურიის" ყოფილმა ფეხბურთელმა ვიქტორ ხლუსმა საქართველოში გატარებულ დროზე ილაპარაკა ua-football.com-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ 59 წლის ხლუსი კიევის "დინამოში", "ჩერნომორეცსა" და "გურიაში" თამაშობდა, კარიერა კი შვედეთში დაასრულა. "გურიაში" ხლუსმა 1987-89 წლებში ითამაშა და 72 თამაშში 26 გოლი გაიტანა.

- 1987 წელს თქვენ უკვე აღარ იყავით "ჩერნომორეცში"...
- საკუთარი ძალების რწმენა მქონდა დაკარგული. ამ დროს მოვიდნენ ლანჩხუთის "გურიის" წარმომადგენლები. ისინი ეძებდნენ ფეხბურთელებს გუნდისთვის, რომელიც უმაღლეს ლიგაში გადადიოდა.

- თქვენ, ალბათ, მიხაილ ფომენკომ დაგიძახათ იქ...
- არა, ფომენკო გუნდში ჩემ მერე, ნახევარ
წელიწადში მივიდა. მიგვიწვიეს უკრაინელები, რომლებიც ქართველებს დავემატეთ.

ახალი ფეხბურთელები ძალზე საჭირო იყო. როცა ჩავედი, მეგონა, რომ "გურიაში" ადმინისტრატორი, გუნდის უფროსი და ექიმი თამაშობდნენ. ყველას ეტყობოდა ღიპი. მართლა ნიჭიერ ბიჭებსაც, როგორებიც ვახტანგ კოპალეიშვილი და ძმები კაპანაძეები იყვნენ, უფრო მოჭიდავეების აღნაგობა ჰქონდათ, ვიდრე ფეხბურთელების. ისინი კარგად თამაშობდნენ, მაგრამ ასევე კარგად არ გამოიყურებოდნენ აღნაგობით.

ლანჩხუთში მაშინ ნამდვილი საფეხბურთო ბუმი იყო. სამ თვეში იქ სტადიონი ააშენეს. ეს ქალაქიც არ არის, დასახლებაა 4 ათასი ადამიანით, სადაც ერთი ხუთსართულიანი სახლიც კი არ არის. მთელ ლანჩხუთში მაშინ ერთი სამსართულიანი სასტუმრო იყო. სამაგიეროდ, სტადიონი დიდია, ის ყველა მხრიდან ჩანს. როცა თამაშზე მივდიოდით, ადრე უნდა გავსულიყავით, რადგან სტადიონიდან 5 კილომეტრში მანქანების ტევა არ იყო.

პირველ თამაშში "სპარტაკს" ვხვდებოდით. ამ თამაშის ბილეთის საშოვნელად ლამის ედუარდ შევარდნაძის დონეზე იყო საჭირო ნაცნობის პოვნა. აჟიოტაჟი საოცარი იყო მას მერეც, რაც მოსკოველებთან 0:2 წავაგეთ. ამის მერე "გურიამ" ნელ-ნელა დაიწყო ქულების დაგროვება. ჯერ მოუგო "ქაირათს" შინ, შემდეგ კი იმ დროს ძალზე საპატიო ფრეს მიაღწია სტუმრად "ჟალგირისთან".

- კიევისა და ოდესის მერე ქართულ პროვინციაში, ალბათ, მოიწყინეთ...
- დაგვასახლეს ბაზაზე, რომელიც ზღვის პირას ააშენეს. იქ ჩამოვიდა მეუღლე. საინტერესო მაშინ გახდა, რაც "გურია" ფომენკომ ჩაიბარა. ჩვენ ურიგოდ არ ვთამაშობდით და ეს ხდებოდა თბილისის "დინამოს" კრიზისის ფონზე. სეზონის ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ "დინამოს" აშკარად შველოდნენ, რომ არ გავარდნილიყო.

მახსოვს, როცა "მეტალისტი" ჩამოვიდა საქართველოში, ჩვენ მივიღეთ ბრძანება - "დაწექითო". ლანჩხუთი პატარა დასახლებაა და ჭორი მალე გავრცელდა. ჩვენ გაფრთხილებულები ვიყავით, ფომენკო არაფერ შუაში არ იყო. ქართველები მოელაპარაკნენ ქართველებს. თამაში რომ დაიწყო, ტრიბუნების რეაქციით მივხვდით, რაც გველოდა. თამაში 0:1 დასრულდა, მსაჯმა სავჩენკომ ნაადრევად დაასრულა მატჩი. ამის შემდეგ დაიწყო რბევა, ისეთი, როგორიც არასოდეს მინახავს ცხოვრებაში. კიდევ კარგი, იქ მიწისქვეშა გასასვლელია. ორივე გუნდი იქ დაახლოებით 4 საათი იჯდა. იქ სკამებიც არ იყო, ორივე გასასვლელს კი მილიცია იცავდა.

გასახდელები მთლიანად გაანადგურეს. რომ შევედით, ჩვენს ნივთებს ნანგრევებში ვეძებდით. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა იყოჩაღეს და მეორე დღისთვის, როცა მოსკოვიდან კომისია ჩამოვიდა, ყველაფერი აღადგინეს, ფანჯრებში კი შუშები ჩასვეს. კომისია დაარწმუნეს, რომ არაფერი ისეთი არ მომხდარა.

რამდენიმე დღის შემდეგ კი "მეტალისტი" "დაუწვა" "დინამოს". "გურიასა" და "დინამოს" მიზანმიმართულად უცვლიდნენ ადგილებს. როცა ეს ორი გუნდი ხვდებოდა ერთმანეთს, უკრაინელებს თითქმის არ გვათამაშებდნენ. მახსოვს, პირველ ტაიმში საუკეთესო ვიყავი და შესვენებაზე შემცვალეს, მომაშორეს. ვფიქრობ, ამ პროცესებს ფომენკო არ მართავდა. მეორე ტაიმში თამაშის ყურება ძალზე სასაცილო იყო.

Sportall.Ge

- მართალია თუ არა, რომ ლანჩხუთში დიდი პრემიალურები გქონდათ?
- ძალიან საოცარიც არაფერი იყო, მაგრამ თუ კიევის "დინამოში" მოგებისთვის 60 მანეთს ვიღებდი, "გურიაში" მოგება 400, 500, 600 და ხანდახან, 800 მანეთადაც ფასდებოდა. რა თქმა უნდა, ხელფასები ისეთივე იყო, როგორც ყველგან საბჭოეთში, მაგრამ ქართველები ახერხებდნენ მეტი ჰონორარის გამოწერას.

შეიძლება ითქვას, რომ ოდესის მერე ლანჩხუთში ხელახლა გავცოცხლდი, როგორც ფეხბურთელი და მატერიალური თვალსაზრისითაც. იქ თავს მეფეებად მივიჩნევდით. როცა მეუღლე ბაზარში მიდიოდა, უამრავი პროდუქტი მოჰქონდა ისე, კაპიკის გადახდაც არ უწევდა. ქართველებს ფეხბურთი გიჟურად უყვართ.

- როცა "გურია" უმაღლესი ლიგიდან გავარდა, წასვლა არ გსურდათ?
- საქმე ისაა, რომ ფომენკო 1988 წელსაც დარჩა, გუნდი კარგად თამაშობდა. მწვრთნელმა დარჩენა მთხოვა. დრომ გვიჩვენა, რომ არ მინანია დარჩენა. იმ სეზონში 21 გოლი გავიტანე. როცა კიევში ჩამოვედი, ერთ-ერთ გაზეთში წავიკითხე, რომ ჩემი გაშვება ნაადრევი იყო, რადგან პირველ ლიგაში მაგრად ვთამაშობდი.

- ქართულ სიკეთეზე უკეთესი კი, ალბათ, ევროპული სიკეთე იყო...
- ეს ის პერიოდია, როცა საზღვარგარეთ თამაშის უფლება მოგვცეს. "გურიის" ხელმძღვანელობას ვთხოვე, ტრანსფერზე დავეყენებინე. ამ დროს მოვიდა შვედეთიდან წერილი, გეტებორგული კლუბი მაღალ ფორვარდს ეძებდა. მონაცემები ჩემსას იდეალურად ემთხვეოდა. ჩავედი მოსკოვში, სადაც სპორტკომიტეტში მომცეს შვედეთის ბილეთი და მითხრეს, რომ მეორე დღეს მივფრინავდი...
მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს ყველაფერი ევგრაფის დამსახურებაა სიგიჟემდე უყვარდა კაცს ფეხბურთი.რომ არა თბილისის დინამო,იგი გურიას სსსრ ჩემპიონს გახდიდა.იმ დროს ყველა რაიონის ხელმძღვანელობა დაინტერესებული იყო რომ თვის რაიონს კარგი ანგარიშ გასაწევი გუნდი ყოლოდა.მაგალითად დღეს ზუგდიდში იმდენი მოახერხა ხელმძღვანელობამ რომ გუნდი უმაღლესი ლიგიდან გააგდეს, და წელს ისე მიდის საქმე აქედანაც გავარდებიან.აი ამას ქვია შენი რაიონის და ქალაქის სიყვარული.
თენგო
06 აპრილი 2017 18:21
0
კარგი რაა..."გურია" ეხმარებოდა თბილისის "დინამოსო" და 5 უკრაინული გუნდი რომ სულ ეხმარებოდა კიევის "დინამოს" მაგზე რატომ არაფერს ამბობ?...იმიტომაც ხდებოდნენ ჩემპიონები უმეტესად უკრაინული და რუსული გუნდები,რომ ერთმანეთს ეხმარებოდნენ...თბილისის "დინამო კი მხოლოდ საკუთარ იმედზე იყო და იშვიათად ქუთაისის და ლანჩხუთის...მსაჯებზე აღარ ვლაპარაკობ...
dato
06 აპრილი 2017 12:33
0
ნეტავ მაგ დღეს მომასწრო, დღეს რომ ჩემპიონატი და დღეს რომ გურიაა აბა ეგაა საქმე?! ან ერთი რას გავს ან მეორე...ურუშაძე წადი გუნდიდან
j
05 აპრილი 2017 20:11
0
გურიაში ლექსიც დაწერეს ჩვენ რას გვიზამს ათი რუსი,თუ თამაშობს ვიქტორ ხლუსი:)):)):))
tazo
05 აპრილი 2017 19:21
0
ხლუსის თამაში მახსოვს.მაშინ იყო ფეხბურთი თორე ეხლა არის რაიონის პირველობაზე რო თამაშობდნენ მაშინ ის დონე.ჩაწყობა ყოველთვის იყო მაგრამ მაინც მაღალი დონე იყო.
გოგა
05 აპრილი 2017 19:17
0
ეხლა ის გამახსენდა ედუარდმა რომ დაურეკა თურმე თავის ძმას და უთქვია,შენზე გურიასთან დაკავშირებით ძალიან ცუდი ხმები მომდის და გაჩერდიო-ამას უპასუხია,შენ შენ საქმეს მიხედე,მე ხომ არ ვერევი შენ საქმეებშიო...უსაზღევროდ უყვარდა თურმე ფეხბურთი
კახა ქირია
05 აპრილი 2017 18:34
0
გაიხარე ვიტია მახსოვს შენი თამაში განსაკუთრებით თავით იყო მაგარი. ახლა ხომ დაიჯერებენ, რომ მაშინ დინამოს გამო გავარდა გურია და არაფერი ჰქონდა გასავარდნი, ჯერ კიდევ იქედან მოდის მახინაციები ქართულ ფეხბურთში და იმიტომ ვართ დღეს ნეხვში.ი
sabonis
05 აპრილი 2017 18:24
0
kai bichi-ს ანუ კაი აბდალას. რაია, რას ყვები, იცი!!!!! გედევირიე მთლად და ეგაა..
seit acanski-shevardnadze
05 აპრილი 2017 18:03
0
sadaa mere exla guria egaa sakme, gundi romeliz martla saozreba iko, roza sakartvelos championati shemoiges ar dagavitkdet guria sabchota kavshiris 16 sauketeso gundshi tamashobda, sanam guria tavis saxes ar daibrunebs ikamde sakartvelos chempionati sul ase ikneba, samokvarulo donis. ase rom kartuli fexburtis gasagebi guriaaa, ar dagavitkdet. gaumarjos firalebs...
kai bichi
05 აპრილი 2017 17:32
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული