გელა კეტაშვილი: ბარემ თქვან, რომ ამ ქვეყანაში ფეხბურთი აღარ აინტერესებთ!..

AutoSharing Option
წინა ნომერში "ლელო" წერდა ტრიკოტაჟის ყოფილი ფაბრიკის ტერიტორიაზე მდებარე "ფეიქრების" სტადიონთან დაკავშირებულ პრობლემაზე. 20 აპრილს კი საკრებულოში ამ საჭირბოროტო საკითხზე შეხვედრა გაიმართა:

- SOS! "ბამბის ნართი" ქართული ფეხბურთის წინააღმდეგ!

"შეხვედრა გვქონდა თბილისის მერიის, ფეხბურთის ფედერაციისა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებთან. ჯერჯერობით ვითარება უცვლელია, მაგრამ ვცდილობთ, სტადიონი გადავარჩინოთ", - უთხრა "ლელოს" თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ქეთევან ჯოხაძემ.

მანვე კითხვაზე - არის თუ არა "ფეიქარზე" საფეხბურთო კერის გადარჩენის შანსი, ასე გვიპასუხა:

"შანსი ნამდვილად არის. პირველი -
ეს არის ადგილმონაცვლეობის პრინციპით ინვესტორისთვის სხვა ტერიტორიის შეთავაზება და ამ შეთავაზებაზე დათანხმება.

მეორე - სტადიონის ქვეშ თავშესაფარია და თავდაცვის სამინისტრომ მშენებლობის უფლება თუ არ დართო, ამის ალბათობა კი ნამდვილად არსებობს, იქ კორპუსი ვერ აშენდება.

მესამე ვარიანტი შეთანხმება იქნებოდა - თუ ინვესტორი სტადიონს ხელს არ ახლებს, 9-სართულიანის ნაცვლად 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობის უფლება მიეცემა...

უფრო რთულად არის საქმე დიღმის ბაზასთან დაკავშირებით, რადგან მშენებლობის პროექტზე ნებართვა უკვე გაცემულია და 3 სართულიც ამოყვანილია. "ფეიქრების" შემთხვევაში კი ასეთი უფლება გაცემული არ არის და ამიტომაც მგონია, რომ სტადიონის გადარჩენა შესაძლებელია".

"ფეიქრების" სტადიონთან დაკავშირებული სიტუაციით აღშფოთებულია ოლიმპიური ჩემპიონი გელა კეტაშვილი:

"საქართველომ ბოლო წლებში ისედაც არაერთი სტადიონი და საფეხბურთო სკოლა დაკარგა. "ტრიკოტაჟის" სტადიონზე კი გული განსაკუთრებით მწყდება იმიტომ, რომ ფეხი იქ ავიდგი, ბავშვობა იქ გავატარე...

ასეთი ისტორიის მქონე სკოლას და სტადიონს ყველა მოუფრთხილდებოდა და ბრენდად აქცევდა, ჩვენ კი... ბარემ პირდაპირ თქვან, რომ ამ ქვეყანაში ფეხბურთი არ აინტერესებთ და წითლად გადახაზონ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მერე დავირაზმოთ ერთად ფეხბურთის გულშემატკივარი და არ დავანებოთ სართულიების დაშენება
kaxa
12:59 22-04-2017
0
მურტალოს..სრულიად გეტანხმები მეგობარო არარაობის საყურებლად 50 000 ატასი ვიკრიბებიტ ფეხბურტის მტრებს ვამდიდრებტ .კეტასჰვილს დაუდგეტ გვერდსჰი ის 3 სარტული დავანგრიოტ და მერე ნხე ტუ გაბედავენ მეორედ.
bajo
21:57 21-04-2017
0

სიახლეები პოპულარული