გიორგი ჩაკვეტაძით მოსკოვის ცსკა-სა და ბელგიურ "გენკში" დაინტერესდნენ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" 17 წლის ნახევარმცველით, გიორგი ჩაკვეტაძით ორი უცხოური კლუბია დაინტერესებული. გაზეთ "ლელოს" ინფორმაციით, გიორგის მოსკოვის ცსკა-სა და ბელგიური "გენკის" წარმომადგენლები აკვირდებიან.

ბელგიელთა ინტერესზე გამოცემასთან ინტერვიუში ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ შტელინმა ისაუბრა, რომლის თქმით, "გენკის" მენეჯერმა უკრაინელ სპეციალისტს ფეხბურთელზე დაწვრილებითი ინფორმაციის მიწოდება სთხოვა.

"დამიკავშირდა მენეჯერი, რომელიც "გენკთან" თანამშრომლობს და დაინტერესდა, ვინ არის ჩაკვეტაძე, რა მონაცემები აქვს, შეუძლია თუ არა ბელგიის დონეზე თავის დამკვიდრება... და ასე შემდეგ, როგორც ასეთ დროს კითხულობენ ხოლმე.

საგანგებოდ ვუყურე "ტორპედო"-"დინამოს" თამაშს, ჩავწერე და მატჩის
გაანალიზებამდე, შეუიარაღებელი თვალითაც გამოჩნდა, რომ ეს ბიჭი ტალანტია. ჩემი აზრით, თუ შრომას გააგრძელებს, დიდი მომავალი ექნება. ჯერ უნდა გავაანალიზო მისი თამაში, დავწერო დასკვნა და ჩემი ნაცნობი მენეჯერი ამ ინფორმაციას მიაწვდის "გენკის" ხელმძღვანელობას", - უთხრა "ლელოს" შტელინმა.

ჯერჯერობით უცნობია, რეალური წინადადების შემთხვევაში, დათმობს თუ არა თავად "დინამო" ნორჩ ფეხბურთელს, რომლის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატში 2 გოლი და 4 საგოლე პასია.
მკითხველის კომენტარები / 21 /
საერთოდ აჯობებს ,რომ ახალგაზრდა დინამოელებმა თავიდან ამოიგდონ ყოველგვარი ფიქრიც კი დინამოდან წასვლაზე ევროტურნირებამდე,თორემ ფსიქოლოგიურად კონცენტარციას დაკარგავენ ,შესაბამისად არც სათანადო პროგრესი იქნება თამაშში....პ.ს. პირველ რიგში ქართული ფეხბურთის ,ეროვნული ნაკრების,თითოეული ქართველი ფეხბურთელის ქომაგის პოზიციიდან....ახალგაზრდა გუნდი თამაშობს(!) და ყველა ფეხბურთელი პროგრესირებს
ზაზა
13 მაისი 2017 02:16
0
მომავალ ზაფხულამდე (ევროტურნირამდე)არცერთ ახალგაზრდა დინამოელს არ ვურჩევდი არსად წასვლას.ჯერ მაქსიმალური პოტენციალი აქ შეუძლიათ გამოამჟღავნონ და სრულიად მომზადებულები წავიდნენ კარგ ევროპულ( რუსეთი დაივიწყონ,განსაკუთრებით ნახევარმცველებმა და თავდამსხმელებმა) კლუბში!კახი კაჭარავასთან და უკრაინელ ფიზიკის მწვრთნელთან ერთად შეუძლიათ მოუმატონ და ....
ზაზა
13 მაისი 2017 02:16
0
Ai amdeens laparakoobt da erti video rgoli veer shekarit bichze. Meree izaxit saqmeshi ar gvaxedebt jurnalistebso. Yviteli pressa a?? Tu marto blog temaa? Cadi naxet tamashi gadauget erti ori photo videoturt da mere sheizleba davijero qartuli mediasashvalebebis tanaxma.
Giorgi
12 მაისი 2017 04:54
0
აი ასე 'ჯერ ისიც არ ვიცით მართლა აინტერესებს ვინმეს ეს ბიჭი და უკვე ამ სტატიით მის კარიერას სერიოზული საშიშროება ემუქრება , გაიგეთ რომ,ეს საქართველოა ასეთი სტატიებით უამრავი ფეხბურთელი დაღუპულა.
zviadi
12 მაისი 2017 01:53
0
დინამოს ადგილას უფულოდ გაუშვებდი და კონტრაქტში მომდევნო ტრანსფერის 50% მოვითხოვდი რა გენკი რა ცსკა არ გრცხვენიათ ?? ეს ბიჭი ბარსელონა რეალიში უნდა წავიდეს თუ წავა??!! სერიოზული მონაცემები აქვს 1 წელი კიდე დარჩეს დიანმოში ჯობია.. მერე რეალი ან ბარსა სხვა არა!! ამ ფეხბურთელს გადაუღეთ ვიდეო რამოდენიმე თამაშის და ბარსას ან რეალს გაუგზავნეთ და ნახავთ ტაციაობა წავა არ მე მინდა არა მეო..კოჭებში ეტყობა ამას რო ტოპ კლასია
profesional
12 მაისი 2017 00:52
0
ვინც ახლა ამ ბიჭს გაყიდის ქვეყნის და ქართული ფეხბურთის მოღალატე იქნება როგორც უაზროდ და გაუზრებლად დაკარგული ზივზივაძეა.
samtredski
11 მაისი 2017 20:15
0
ოეე ხალხოო დაიცათ ჯერ არ ყიდიაან ვნახოთ რას იტყვან დინამოში ეს იმათ აინტერესებთ
lasha
11 მაისი 2017 20:09
0
რამეფრათ არ აცადოთ ფეხბურთელებს გამოცხობა, გაყიდეთ კაპიკებში ეს ჭყლინტი და გამოუცდელი ბიჭები. ჩვენ ფეხბურთელებს ჩვენვე არ ვაფასებთ და სხვა ვინ დაგვიფასებს. იაფად გაყიდულ ფეხბურთელს იაფადვე გააფუჭებენ დაუფასებლობით და უთამაშებლობით.
ბესიკი
11 მაისი 2017 20:08
0
ჩაკვეტაძეც და სხვა ნიჭიერი ახალგაზრდებიც სულ ცოტა 21 წლის ასაკამდე უნდა დარჩნენ საქართველოში და ეროვნულ პირველობაზე უნდა ითამაშონ. უცხოეთში მათ პრაქტიკა არ ექნებათ და ისე დაიკარგებიან, როგორც ბევრი სხვა ნიჭიერი ახალგაზრდა დავკარგეთ...
tngh
11 მაისი 2017 20:05
0
სოსო-ს ვეთანხმები სრულად, მართლა არ ღირს ახლა მისი გაყიდვა.
Beso
11 მაისი 2017 19:47
0

სიახლეები პოპულარული