"დინამო არენაზე" 13 მაისს "დინამო"-"კარლ ცაისის" მატჩის ჩვენება გაიმართება

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" 1981 წლის 13 მაისს, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში იენის "კარლ ცაისი" ვლადიმერ გუცაევისა და ვიტალი დარასელიას გოლებით, ანგარიშით 2-1 დაამარცხა.

შევიტყვეთ, რომ დიდი გამარჯვებიდან 36 წლისთავის აღსანიშნავად, 13 მაისს, 18:00 საათზე, "დინამოს" ფანების ინიციატივით, "დინამო არენაზე" ამ ისტორიული მატჩის ჩვენება გაიმართება. აღნიშნულ ღონისძიებას "დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელები დაესწრებიან, რომლებიც სიტყვითაც წარდგებიან.

მათ გარდა, თამაშს "დინამოს" აკადემიის ბავშვები, ფეხბურთელები, ძველი თაობის ფანები დაესწრებიან. აღსანიშნავია, რომ დასწრება თავისუფალი იქნება და ნებისმიერ მსურველს, შეეძლება "დინამო არენაზე" მისვლა და
1981 წლის "დინამოს" მატჩის ყურება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
დათო გულიანი კომენტარია, გეთანხმები. მაგრამ პრობლემის სათავე უფრო ღრმადაა. ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით... სამწუხაროა, ნეტა ოდესმე გვეღირსება დადებითი კომენტარების წერა?
დათოს
03:02 12-05-2017
0
ასეთი ლამაზი დღის მხოლოდ მატჩის ჩვენება აშკარად არასაკმარისია. ვფიქრობ კარგი იქნებოდა ამ დღეს ტრადიციად გვექცია ამხანაგური მატჩი,, დინამოს"ვეტერანებსა და პოლიტიკოსთა გუნდს შორის... P. S. პოლიტიკოსთა რატოომ, იმიტომ რომ სპორტი ზოგადად და ფეხბურთი კონკრეტულად ყველაზე დიდი პოლიტიკაა რაც აერთიანებს
დათო
23:56 11-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული