ქართული ფეხბურთის ლეგენდები უკრაინაში ითამაშებენ

AutoSharing Option
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, 20 მაისს კიევში უკრაინული და ქართული ფეხბურთის ლეგენდების მატჩი გაიმართება. გალა-მატჩის გამართვის მიზანი უკრაინასა და საქართველოს შორის მეგობრობის განმტკიცება და ორივე ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების მხარდაჭერა იქნება.

ორივე გუნდში ბოლო წლების გამორჩეული ყოფილი ფეხბურთელები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს ლეგენდებში კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ალექსანდრე იაშვილი, დავით მუჯირი, თემურ ქეცბაია, მიხეილ ყაველაშვილი, გოჩა ჯამარაული, დავით ჯანაშია, გიორგი ნემსაძე, მიხეილ აშვეთია, ირაკლი ზოიძე, სოსო გრიშიკაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, ალეკო ამისულაშვილი, გოგა გახოკიძე, მამუკა მაჭავარიანი, დავით სირაძე, გელა შეყილაძე და
ლადო ბურდული
ითამაშებენ.

მატჩის ორგანიზატორები ორივე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციები და კომპანია "აგრობიზნესი" არიან. მატჩზე დასწრება "ოლიმპიისკიზე" თავისუფალი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 19 /
ცოცხალი ლეგენდა თუ ვინმეა კალაძე არის და სხვა არცერთი მემგონი კალაძის მიღწევები ყველამ კარგად იცის
0
ლეგენდების რა მოგახსენოთ მაგრამ დიდ ფეხბურთელად აქედან მარტო კალაძე დარჩება ისტორიას დანარჩენები შოთას ჩათვლით საშუალოზე ოდნავ მეტ ევროპულ დონეთ და ყველაზე მაგრა უნდა ეთამაშა ქინქლაძეს მარა ეთამაშა ერთია და რა ქნა მეორე.ისე მართლაც უნდა დაეძახატ არამარტო შოთისთვის ასევე აჩისთვისაც ეგ კიარა შოთიზე მეტად აჩის ვქომაგობდი ჩემი აზრით უფრო კრეატიული და ტეხნარი იყო მაგრამ ტრავმიანობამ მაგრა დახია უკან.
qutaiseli
11:00 14-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული