ლუიშ ფიგუმ შოთა არველაძე საქველმოქმედო მატჩში სათამაშოდ მიიწვია

AutoSharing Option
ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ შოთა არველაძე საქველმოქმედო მატჩში სათამაშოდ მიიწვია, რომელიც 14 ივნისს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართება.

შოთა არველაძის "ფეისბუქის" ოფიციალურმა გვერდმა "ბარსელონას", "რეალისა" და მილანის "ინტერის" ვარსკვლავის წერილი გაავრცელა:

"ძვირფასო შოთა! მაქვს პატივი, მოგიწვიო სოფიაში გასამართავ საქველმოქმედო მატჩში სათამაშოდ, რომელშიც ლუიშ ფიგუს ფონდის გუნდი დიმიტარ ბერბატოვის ფონდის გუნდს შეხვდება. შეხვედრის შემოსავალი კი ქველმოქმედებას, ნიჭიერი ბავშვების განათლებას მოხმარდება.

ჩვენი მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე, ვიმედოვნებ, რომ სოფიაში გნახავ", - წერია ფიგუს წერილში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
უდავოდ სასიამოვნო ფაქტია,როდესაც ესეთი დიდი ფეხბურთელი როგორიც ფიგუა რომ გაფასებს.
კახა ქირია
08 ივნისი 2017 14:44
0
ვულოცავტ. ლეგენდას. ფიგუს მადლობა.
andro
08 ივნისი 2017 12:27
0
ფიგუ უკვე მესამედ ეპატიჯება შოთას ვარსკვლავების თამაშზე .ეს ძალიან დასაფასებელია...
dato
08 ივნისი 2017 11:43
0
რამდენი გადაიხადეთ
gela
08 ივნისი 2017 11:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული