ქართული კლუბების ყველა სავარაუდო მეტოქე ევროთასებზე ცნობილია

AutoSharing Option
19 ივნისს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის I და II საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა გაიმართება. უკვე ცნობილია ყველა მონაწილე გუნდის ვინაობა.

ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს ჩემპიონი "სამტრედია" წარადგენს, რომელიც II საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაებმება.

ამ ეტაპზე სულ 17 წყვილი იქნება. "სამტრედიას" ყველა მონაწილეზე დაბალი რეიტინგი აქვს და ის განუთესავია.

17 განთესილი გუნდიდან ქვეყნის ჩემპიონს ერთ-ერთი დაუპირისპირდება. ესენია: "სელტიკი" (შოტლანდია), "ზალცბურგი" (ავსტრია), "კოპენჰაგენი" (დანია), "ლუდოგორეცი" (ბულგარეთი), ბატე (ბელორუსი), "ლეგია" (პოლონეთი), აპოელ (კვიპროსი), მარიბორი (სლოვენია), "ყარაბაღი" (აზერბაიჯანი), "მალმიო" (შვედეთი), "ასტანა" (ყაზახეთი), "პარტიზანი" (სერბეთი), რიეკა (ხორვატია), "როსენბორგი"
(ნორვეგია), "შერიფი" (მოლდოვა), "ბეერ შევა" (ისრაელი) და ფჰ (ისლანდია).

მატჩები 11-12 ივლისსა და 18-19 ივლისს გაიმართება.

ევროპალიგაზე სამი ქართული კლუბი ითამაშებს, საჩხერის "ჩიხურა", ქუთაისის "ტორპედო" და ბათუმის "დინამო" პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ითამაშებენ. სამწუხაროდ, სამივე კლუბი განუთესავია და შედარებით ძლიერ მეტოქეებთან მოუწევთ დაპირისპირება.

I საკვალიფიკაციო ეტაპზე 100 გუნდია, ანუ 50 წყვილი.

ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეები არიან: "მაკაბი" თ. ა. (ისრაელი), "მიდტიულანდი" (დანია), მინსკის "დინამო" (ბელორუსი), "ლეხი" (პოლონეთი), ჰიკ (ფინეთი), აიკ (შვედეთი), "ვოივოდინა" (სერბეთი), "ვიდეოტონი" (უნგრეთი), აელ (კვიპროსი), "შახტიორი" (ბელორუსი), "სლოვანი" (სლოვაკეთი), "ცრვენა ზვეზდა" (სერბეთი), "ტრენჩინი" (სლოვაკეთი), "შკენდერბეუ" (ალბანეთი), "ალტახი" (ავსტრია), "სტ ჯონსტონი" (შოტლანდია), აეკ (კვიპროსი), "ინტერი" (აზერბაიჯანი), "ბეითარი" (ისრაელი), "ვენტსპილსი" (ლატვია), "ოდი" (ნორვეგია), "ქაირათი" (ყაზახეთი), "ოსიეკი" (ხორვატია), "სარაევო" (ბოსნია), კრ (ისლანდია), "ნორკოპინგი" (შვედეთი), "მილსამი" (მოლდოვა), "ლუნგბიუ" (დანია), "კალიუ" (ესტონეთი), "ჟელეზნიჩარი" (ბოსნია), "ბოტევი" (ბულგარეთი), "ოლიმპია" (სლოვენია), "ვალეტა" (მალტა), "ვადუცი" (ლიხტენშტაინი), "იაგელონია" (პოლონეთი), "ლევსკი" (ბულგარეთი), ცსკა (ბულგარეთი), "სტიარნანი" (ისლანდია), "ჰოგესუნდი" (ნორვეგია), "დომჟალე" (სლოვენია), "ორდაბასი" (ყაზახეთი), "ლევადია" (ესტონეთი), "ფერენცვაროში" (უნგრეთი), "კრუზეიდერსი" (ჩრ. ირლანდია), "რაბოტნიჩკი" (მაკედონია), "რეინჯერსი" (შოტლანდია), "შირაქი" (სომხეთი), "დაჩია" (მოლდოვა), "პოდგორიცა" (ჩერნოგორია), "ზირა" (აზერბაიჯანი).

მატჩები 29 ივნისსა და 6 ივლისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 15 /
geison- მგონი შეცდამაა ნიკი genios უნდა იყოს.
murtalo
02:45 15-06-2017
0
ისე ჩვენისთანა ქვეყნებიდან ავტომატუდად კი უნდა იკოს ერთი კლუბი ლიგაზე და ეუროპაზე არა მარტო საქართველოდან არამედ ჩვენაირი ეშელონის ქვეყნებიდან თორე სულ ერთი და იგივე კლუბები გადიან და მოასაბეზერებელია ჯგუფი გაიზრდება მაგრამ მერე რა
geison
19:34 14-06-2017
0

სიახლეები პოპულარული