თბილისის "დინამო" განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადებას ავრცელებს.

"დინამო" ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის შესახებ მერიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

კლუბის საიტის ინფორმაციით, კორპუსის მშენებლობა შეჩერებულია.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

"დინამოს" ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებული კორპუსის მშენებლობას თავიდანვე უკანონოდ მივიჩნევდით, მეტიც ამ ნაგებობის აღმართვა ფუნქციას უკარგავდა სპორტის იმ ობიექტს, სადაც აღიზარდა ჩვენი ქვეყნის არაერთი ლეგენდარული ფეხბურთელი.

ქალაქ თბილისის მერიის დღევანდელი გადაწყვეტილება არის უაღრესად სამართლიანი. მივესალმები დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დადგენილებას, რომელიც ნათელი მაგალითია იმის, რომ სპორტზე და კერძოდ ფეხბურთის განვითარებაზე ფიქრობენ.

თბილისის მერია
მხარში დაუდგა თავისი ქალაქის სახელოვან კლუბს - "დინამოს" და აღადგინა სამართლიანობა. გაითვალისწინა რა სასიქადულო ქართველი ვეტერანი ფეხბურთელის და სპორტსმენების, ასევე საზოგადოების მოწოდება და არ იქნა დაშვებული გამოუსწორებელი შეცდომა ქართული სპორტის მიმართ.

გილოცავთ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას "დინამო თბილისის" ქომაგებს, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს და ყველას ვისთვისაც ჩვენი კლუბის ისტორია, ასევე მისი მომავალი ძვირფასია.

სკ დინამო თბილისის პრეზიდენტი - რომან ფიფია".
მკითხველის კომენტარები / 17 /
კახა ქირიას :დინამოში ლეგიონერები აღარ არიან ცნობისთვის 1-ს გარდა მიშენკო.,მაგრამ ყველა ვინც ყავს ძალიან ნიჭიერები არიან,მაგრამ 2 საუკეთო ფეხბურთელის გაყიდვის შემდეგ(პაპუნა და ლობჟა)აუცილებლად უნდა მოიყვანოს ძალიან მაღალი დონისები შემცვლელად და ეს უნდა მახდინოს რაც შეიძლება სწრაფად....
medasxva
13:15 22-06-2017
0
ეს ასეც უნდა ყოფილიყო და კარგია ასე რომ დამთავრდა ბატონო რომან,მაგრამ 2 საუკეთესო ფეხბურთელი ,რომ გაყიდეთ (ლობჟანიძე და პაპუნაშვილი) მათზე ძლიერის მოყვანა,რომ გმართებთ იმედია არ დაგავიწყდებაა
medasxva
13:09 22-06-2017
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული