"სამტრედიას" პრეზიდენტი azerisport-ს: შევხვდებით მოედანზე და მერე ვნახავთ

AutoSharing Option
საფეხბუთო კლუბ "სამტრედიას" პრეზიდენტმა გია ომანაძემ აზერბაიჯანულ გამოცემა azerisport.com-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე აგდამის "ყარაბაღთან" მეტოქეობაზე ისაუბრა.

გია ცეცაძის გუნდი მეტოქეს 11 ივლისს სტუმრად დაუპირისპირდება, 18-ში კი თბილისში, "დინამო არენაზე" უმასპინძლებს.

- "სამტრედიას" ევროთასებზე ზედიზედ მეორე სეზონში ემუქრება აზერბაიჯანული გუნდისგან გავარდნა. გაგიცრუათ წილისყრამ იმედი?
- არა, ჩემპიონთა ლიგაში იოლი მეტოქეები არ არსებობენ. არ იქნებოდა აზერბაიჯანის ჩემპიონი, იქნებოდა სხვა ქვეყნის ჩემპიონატის გამარჯვებული. ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა, ვისთან ვითამაშებთ.

- შარშან აღიარეთ, რომ კლუბის ბიუჯეტი მილიონ დოლარზე
მცირეა. ფინანსური მდგომარეობა დღეს როგორი გაქვთ?

- ყველაფერი სტაბილურადაა. ნელ-ნელა ვვითარდებით. ჯერ ვიცე-ჩემპიონები გავხდით, შემდეგ - ჩემპიონები.

- "ყარაბაღის" ბიუჯეტი რამდენჯერმე აღემატება თქვენსას...
- ეს არაა შფოთის მიზეზი. ვიღაცას ბევრი ფული აქვს, ვიღაცას - ცოტა. მოედანზე ვიბრძოლებთ (ეღიმება), რომ მერე არავინ თქვას, რადგან მცირე ბიუჯეტი აქვთ, თამაში არ იციანო.

- რა შანსი შეიძლება გქონდეთ იმის გათვალისწინებით, რომ მეტოქე კავკასიის აშკარად საუკეთესო გუნდი გყავთ?
- აი, შევხვდებით მოედანზე და მერე ვნახავთ. დიახ, თქვენი ჩემპიონი ძლიერია, მაგრამ ხელების ჩამოშვებას არ ვაპირებთ. მოედანზე გაჩვენებთ, რა შეგვიძლია.

- რამდენად შეიცვალა თქვენი გუნდი შარშანდელტა შედარებით, როდასც ევროპალიგაზე "სამტრედია" "გაბალასთან" 1:5 დამარცხდა.
- როგორც უკვე მოგახსენეთ, წლიდან წლამდე ვვითარდებით.

- დღეს ქართული ფეხბურთი საკმაოდ ჩამორჩა, როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე. რატომ მოხდა ასე, წლების წინ ხომ ჩვენ თქვენგან ვიღებდით მაგალითს?
- სახელმწიფომ უკვე დაიწყო ფეხბურთის ფინანსური დახმარება. კლუბები ვითარდებიან. იზრდება ჩემპიონატის დონეც. თქვენ კი უფრო ადრე დაიწყეთ განვითარებაზე ზრუნვა და აი, დღეს უკვე შედეგს იმკით.

- საქართველოს სომხური დიასპორისი სიდიდის გათვალისწინებით, უნდა ველოდეთ თუ არა მათგან სტადიონზე პროვოკაციას?
- არა. "გაბალა" იყო ჩვენთან ჩამოსული, მაგრამ მსგავსი რამ არ მომხდარა.

- მაგრამ ამჯერად "ყარაბაღი" მოდის.
- ყველაფერს გავაკეთებთ შესაძლო პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად. ჩვენი მხარე ამას გაუმკლავდება.

- და თუკი იქნებიან მატჩზე სომხეთის დროშით მოსვლის მსურველები?
- პროვოკაციებს არ დავუშვებთ.

- თქვენი გულშემატკივრები აპირებენ ბაქოში ჩამოსვლას?
- ალბათ, კი, ოღონდ მცირე რაოდენობით.

ასევე იხილეთ:
- "ყარაბაღის" მწვრთნელსა და კაპიტანს თავები ექნებათ მოსაჭრელი, თუ "სამტრედიასთან" წააგებენ"
- ჩემპიონთა ლიგა 2017/18. I და II საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა
- კავკასიური დერბი - რა გუნდია "სამტრედიის" მეტოქე "ყარაბაღი"
მკითხველის კომენტარები / 13 /
ბიჭებო ვიცი ძალიან ძნელია,მაგრამ...ერთი ამათ ..... რა...მართლა რა დღეში არიან,გეგონება ფეხბურთის დამაარსებლები იყვნენ.რაც შეეხება დროშას,ვერავინ ვერ დაუშლის ადამიანს ამა თუ იმ დროშით მისვლას,თუ ის ოფიციალურად აღიარებული ქვეყანაა.ან საიდან მოიტანეს ესეთი კითხვა.
კახა ქირია
24 ივნისი 2017 18:20
0
სამტრედია Fაქტიურად გავარდნილია ისე რა MნიშVნელობა აქ საქართVელოს ჩემპიონატში რომელ ადგილზე Gავა გუნდი ევროთAსებზე ყველა პირველი Eტაპიდან ვარდება და Uბრალოდ სირცხვილია
Jon
24 ივნისი 2017 16:25
0
qartvelo yarabaxis gulshematkivrebo warmatebebs gisurvebt yarabaxtan ertad.chven wavagebt tu movigebt chvenc warmatebebi yvela qartul klubebtan ertad..
romandro
24 ივნისი 2017 16:23
0
მაგრათ გთხოვთ, ამათ გაცდით მხოლოდ ამათ, თავი შეაკალით და გაცდით. რა დღეში არიან ამათ უყურეთ, გეგონება 4 ჯერ აქვთ ჩემპიონთა ლიგა მოგებული. ან საიდან დაასკვნა რო ყარაბახი საუკეთესო გუნდია კავკასიაში? ? ?
გიორგი
24 ივნისი 2017 15:51
0
ყარაბაღი-სამტრედია 1.25 6.5 16 ამითაა ყველაფერი ნათქვამი , სად და რა დონეზე არიან აზერები და სად ვართ ჩვენ :-( :-(:-(
დათო რუსთავიდან
24 ივნისი 2017 15:40
0
:-) ეღიმება აბა რა თქვას ორივე თამაშს წავაგებთო რაც რეალურია ხო არ იტყვის , ამ ვაი პრეზიდენტებს ის ვერ გაუგიათ რომ სტაბილური შემადგენლობაა მთავარი, შედეგი რომ მიიღო, ხოდა ყარაბახს ყავს სტაბილური შემადგენლობა სამტრედიიდან განსხვავებით .
დათო
24 ივნისი 2017 15:08
0
რაის განვითარებაზე ლაპარაკობს ეს კაცი როცა კლუბი სრულიად ბიუჯეტის ფულზეა და ოფიციალურად ერთი თეთრი კერძო ინვესტიცია არც შემოსულა და ვერც შემოვა.1 მილიონი ლარი არის 400 000 დოლარი, ესაა კლუბის წლიური ბიუჯეტი და პლიუს რაღაც მცირე წამატებული ჩემპიონობისა და სუპერ თასისათვის ფედერაციიდან. არც თვითონ აქვთ ფულის მოტანის თავი, არც კლუბს განვითარების გეგმა აქვს. ვინ მოვა კლუბში სპონსორად წილის ფლობის გარეშე? ნებისმიერი ფულის გადაცემა მათთვის არის დაბეგვრადი.
კლუბში სიცოცხლის უნარიანი და 100-150 000 ევროდ რომ გაყიდო ასეთი არის მაქსიმუმ 6-7 კაცი.

ეს აზერებეი კი მაგარი პროვოკაციული კითხვების დასმის სპეციალისტები არიან რა.
Jango
24 ივნისი 2017 14:59
0
როცა კვერცხი მოგვადგება მაშინ ავკაკანდებით,შედეგი კი ყველას გვინდა არაა ძმაო ფეხბურთი ღვინის დაყენება დე მერე გაგლეჯვა თუმცა ისიც არიცის ყველამ.
reso
24 ივნისი 2017 14:29
0
ტეხავს, სხვის პროვოკაციებზე რომ საუბრობენ და ამ დროს რა კითხვას სვამენ - რა შუაშია სომხეთის დროშა? სულაც რომ მივიდეს ვიღაც, როგორ უნდა აუკრძალო ასეთი რამე?
კოტე
24 ივნისი 2017 14:28
0
ტრანსფერებზე კითხეთ თორე დატოვებენ ესე გაღიმებულს თუ მართლა რამის ილუზია აქ სამტრეს უნდა ჩამოეყვანა ის ლეგიონერები , ჩამოყვანის თავი თუარგაქ რატო იღებ ხმას:))))))))))
!!!
24 ივნისი 2017 14:01
0

სიახლეები პოპულარული