"სამტრედიას" პრეზიდენტი azerisport-ს: შევხვდებით მოედანზე და მერე ვნახავთ

AutoSharing Option
საფეხბუთო კლუბ "სამტრედიას" პრეზიდენტმა გია ომანაძემ აზერბაიჯანულ გამოცემა azerisport.com-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე აგდამის "ყარაბაღთან" მეტოქეობაზე ისაუბრა.

გია ცეცაძის გუნდი მეტოქეს 11 ივლისს სტუმრად დაუპირისპირდება, 18-ში კი თბილისში, "დინამო არენაზე" უმასპინძლებს.

- "სამტრედიას" ევროთასებზე ზედიზედ მეორე სეზონში ემუქრება აზერბაიჯანული გუნდისგან გავარდნა. გაგიცრუათ წილისყრამ იმედი?
- არა, ჩემპიონთა ლიგაში იოლი მეტოქეები არ არსებობენ. არ იქნებოდა აზერბაიჯანის ჩემპიონი, იქნებოდა სხვა ქვეყნის ჩემპიონატის გამარჯვებული. ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა, ვისთან ვითამაშებთ.

- შარშან აღიარეთ, რომ კლუბის ბიუჯეტი მილიონ დოლარზე
მცირეა. ფინანსური მდგომარეობა დღეს როგორი გაქვთ?

- ყველაფერი სტაბილურადაა. ნელ-ნელა ვვითარდებით. ჯერ ვიცე-ჩემპიონები გავხდით, შემდეგ - ჩემპიონები.

- "ყარაბაღის" ბიუჯეტი რამდენჯერმე აღემატება თქვენსას...
- ეს არაა შფოთის მიზეზი. ვიღაცას ბევრი ფული აქვს, ვიღაცას - ცოტა. მოედანზე ვიბრძოლებთ (ეღიმება), რომ მერე არავინ თქვას, რადგან მცირე ბიუჯეტი აქვთ, თამაში არ იციანო.

- რა შანსი შეიძლება გქონდეთ იმის გათვალისწინებით, რომ მეტოქე კავკასიის აშკარად საუკეთესო გუნდი გყავთ?
- აი, შევხვდებით მოედანზე და მერე ვნახავთ. დიახ, თქვენი ჩემპიონი ძლიერია, მაგრამ ხელების ჩამოშვებას არ ვაპირებთ. მოედანზე გაჩვენებთ, რა შეგვიძლია.

- რამდენად შეიცვალა თქვენი გუნდი შარშანდელტა შედარებით, როდასც ევროპალიგაზე "სამტრედია" "გაბალასთან" 1:5 დამარცხდა.
- როგორც უკვე მოგახსენეთ, წლიდან წლამდე ვვითარდებით.

- დღეს ქართული ფეხბურთი საკმაოდ ჩამორჩა, როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე. რატომ მოხდა ასე, წლების წინ ხომ ჩვენ თქვენგან ვიღებდით მაგალითს?
- სახელმწიფომ უკვე დაიწყო ფეხბურთის ფინანსური დახმარება. კლუბები ვითარდებიან. იზრდება ჩემპიონატის დონეც. თქვენ კი უფრო ადრე დაიწყეთ განვითარებაზე ზრუნვა და აი, დღეს უკვე შედეგს იმკით.

- საქართველოს სომხური დიასპორისი სიდიდის გათვალისწინებით, უნდა ველოდეთ თუ არა მათგან სტადიონზე პროვოკაციას?
- არა. "გაბალა" იყო ჩვენთან ჩამოსული, მაგრამ მსგავსი რამ არ მომხდარა.

- მაგრამ ამჯერად "ყარაბაღი" მოდის.
- ყველაფერს გავაკეთებთ შესაძლო პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად. ჩვენი მხარე ამას გაუმკლავდება.

- და თუკი იქნებიან მატჩზე სომხეთის დროშით მოსვლის მსურველები?
- პროვოკაციებს არ დავუშვებთ.

- თქვენი გულშემატკივრები აპირებენ ბაქოში ჩამოსვლას?
- ალბათ, კი, ოღონდ მცირე რაოდენობით.

ასევე იხილეთ:
- "ყარაბაღის" მწვრთნელსა და კაპიტანს თავები ექნებათ მოსაჭრელი, თუ "სამტრედიასთან" წააგებენ"
- ჩემპიონთა ლიგა 2017/18. I და II საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა
- კავკასიური დერბი - რა გუნდია "სამტრედიის" მეტოქე "ყარაბაღი"
მკითხველის კომენტარები / 13 /
ბიჭებო ვიცი ძალიან ძნელია,მაგრამ...ერთი ამათ ..... რა...მართლა რა დღეში არიან,გეგონება ფეხბურთის დამაარსებლები იყვნენ.რაც შეეხება დროშას,ვერავინ ვერ დაუშლის ადამიანს ამა თუ იმ დროშით მისვლას,თუ ის ოფიციალურად აღიარებული ქვეყანაა.ან საიდან მოიტანეს ესეთი კითხვა.
კახა ქირია
18:20 24-06-2017
0
სამტრედია Fაქტიურად გავარდნილია ისე რა MნიშVნელობა აქ საქართVელოს ჩემპიონატში რომელ ადგილზე Gავა გუნდი ევროთAსებზე ყველა პირველი Eტაპიდან ვარდება და Uბრალოდ სირცხვილია
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული