საქართველოს ჩემპიონი მეტოქეს 11 ივლისს სტუმრად დაუპირისპირდება, 18-ში კი თბილისში, "დინამო არენაზე" უმასპინძლებს.
- "ყარაბაღის" მწვრთნელსა და კაპიტანს თავები ექნებათ მოსაჭრელი, თუ "სამტრედიასთან" წააგებენ"
- ჩემპიონთა ლიგა 2017/18. I და II საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა
- კავკასიური დერბი - რა გუნდია "სამტრედიის" მეტოქე "ყარაბაღი"
- უკვე დაიწყეთ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თქვენი მეტოქე გუნდის - "ყარაბაღის" შესწავლა?
- დიახ, ვაანალიზებთ მეტოქეს.
- სუსტი მხარეები იპოვნეთ?
- სუსტი მხარეები არათუ "ყარაბაღს", "ბარსელონასა" და "რეალსაც" აქვთ.
- მეტოქე გუნდის შემადგენლობაში ვის გამოარჩევდით?
- არავის გამორჩევა არ მსურს. "ყარაბაღი" ძლიერია გუნდური თამაშით, რაც გუნდის მწვრთნელთან დაკავშირებით ჩემს სიტყვებს ადასტურებს. ეს გუნდი კარგად უტევს. სხვათა შორის, შეტევა ჩვენც გვიყვარს. კარგი თამაში უნდა გამოვიდეს.
- ალბათ, შეიტყობდით, რომ "ყარაბაღი" უფრო ძლიერია იმ "გაბალაზე", რომელმაც შარშან იოლად გაჯობათ ევროპალიგის სტარტზე.
- დიახ და ეს შედეგებიდანაც ჩანს. აგდამელები უკვე მეოთხე წელია ზედიზედ ხდებიან ქვეყნის ჩემპიონები.
- რამდენად შეიცვალა "სამტრედია" გასულ სეზონთან შედარებით?
- ჩვენი ორი ფეხბურთელი ევროპაში წავიდა, სადაც წარმატებით გამოდიან. შარშან ახალგაზრდული შემადგენლობა გყავდა და გამოცდილება დაგვაკლდა. ამ ერთ წელიწადში კი ეს შევიძინეთ, გავძლიერდით და უკეთ ვთამაშობთ.
- აზერბაიჯანში არავის სჯერა, რომ "ყარაბაღს" ამ ეტაპზე ფეხი დაუცდება. თქვენი გუნდის შანსებზე რას იტყვით?
- წარმატების რომ არ გვჯეროდეს, ევროთასებზე არც გამოვიდოდით. ვნახოთ, რა გამოვა.
- პირველი თამაში ბაქოშია. ეს უპირატესობას გაძლევთ?
- ამას დიდ მნიშვნელობას არასდროს ვანიჭებ, თუმცა პატარა უპირატესობა მაინც არის. თუკი გატანას მოვახერხებთ, ჩვენი შანსები გაიზრდება.
- პირველ მატჩში "გაბალასაც" კი გაუტანეთ, მაგრამ სამაგიეროდ ხუთი გაუშვით...
- დიახ, ხუთი გოლის ამოქაჩვა საპასუხო მატჩში ძალიან ძნელია. იმ თამაშში ბევრი ინდივიდუალური შეცდომა დავუშვით. მაშინ გამოუცდელი დაცვა გვყავდა. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. უკეთესად ვართ მომზადებული.