"სამტრედიის" გეგმები: გაძლიერება და თურქული შეკრება "ყარაბაღის" წინ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე "სამტრედია" აგდამის (აზერბაიჯანი) "ყარაბაღს" შეხვდება. საქართველოს ჩემპიონი 11 ივლისს სტუმრად ითამაშებს, 18-ში კი "დინამო არენაზე" მიიღებს მეზობელი ქვეყნის უძლიერეს კლუბს...

"სამტრედიის" მმართველი დირექტორის, პაატა შალამბერიძის თქმით, 1-ლი ივლისიდან გუნდს 3 მოთამაშე დატოვებს: მეკარე ნიკა დაუშვილი, ნახევარმცველი კონსტანტინ ბელოვი და თავდამსხმელი დავით ჩაგელიშვილი. ჯერ მხოლოდ ორი ახალწვეული ჰყავთ - ქუთაისის "ტორპედოს" თავდამსხმელი ნიკა საბანაძე და ქობულეთის "შუქურას" მეკარე ილია სტურუა. მაგრამ შალამბერიძის თქმით, უახლოეს პერიოდში შევსებას ელიან და თან - არც ისე ურიგოს.

25 ივნისს საქართველოს
მოქმედი ჩემპიონი თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე შეიკრიბა, სადაც 3 დღე მოემზადება, ხოლო 28 ივნისიდან მარტყოფის სარაგბო ბაზაზე ან ტრაბზონში 11-დღიან შეკრებაზე გააგრძელებს სამზადისს.

მოგეხსენებათ, მალე საქართველო 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. აქედან გამომდინარე, სპორტულ ბაზებს მისი მონაწილე ნაკრებები დაიკავებენ, გუნდის მოსამზადებლად საკმარისი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა კი საქართველოში არ არის.

ხანმოკლე შეკრებისას, "სამტრედია" ერთ საკონტროლო თამაშს ჩაატარებს, სავარაუდოდ - 4 ან 5 ივლისს, 9 ივლისს კი აზერბაიჯანში ჩაფრინდება, სადაც 11-ში "ყარაბაღთან" ითამაშებს. კლუბის ხელმძღვანელობა ახალწვეულთა დამატებას სწორედ შეკრების პერიოდში აპირებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
კი მაგრამ მარტო ჩაგელიშვილი და ბელოვია გასაშვები მინდვრის მოთამაშეებიდან? ბერიაშვილი რა ძირითადში გინდათ ათამაშოთ ყარაბახთან და საბნაძეც?გაუშვით კაცი, ადგილი მონახოს სხვა კლუბში რაც აწვალებთ,ხომ ხედავთ რომ ვერ ერგება ამ კლუბს?ან საბანაძე რამ მოგაყვანინათ?
სტურუას მოყვანა კი ერთადერთი სწორი საქციელია.
მოკლედ ისევ ურევთ რა,არა ხართ ბიძიკო თქვენ დაბადებული ფეხბურთის მენეჯმენტისათვის და შეეშვით მაგ საქმეს, გაადეცით ეს კლუბი ვინმე კერძო მფლობელს და ხალხიც მოისვენებს.
Guadua
12:41 26-06-2017
0
ვერ გავიგე რა რეკლამა ადევს სტატიას ამისთანა, რომ ვერც ხურავ და სტატიასაც ვერ კითხულობ. გასაგებია რეკლამა რომ ფულია მაგრამ სტატია თუ ვერ წავიკითხე რატომ დებთ მაშინ???
oeee
12:49 26-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული