ბათუმის "დინამო": საევროპო განაცხადის სიურპრიზები

AutoSharing Option
სამი დღეც და ქართული გუნდები ევროთასებზე ჩაებმებიან. ბათუმის "დინამო" პოლონეთის ვიცე-ჩემპიონ ბიალისტოკის "იაგელონიას" 29 ივნისს, ქუთაისის "რამაზ შენგელიაზე" უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო მატჩი 6 ივლისს, ბიალისტოკის მუნიციპალურ არენაზე გაიმართება.

- ჩვენი ნაცნობი "იაგა" - რა გუნდია ბათუმის "დინამოს" მეტოქე "იაგელონია"

ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა კონსტანტინ ფროლოვმა ევროპალიგისთვის ეს ფეხბურთელები შეარჩია.

მეკარეები: რომან ტაკიძე, ანატოლი ტიმოფეევი, ლევან შოვნაძე;
მცველები: არჩილ ტვილდიანი, მირზა ფარტენაძე, ბექა მახარაძე, დავით კვირკველია, ნიკა მგელაძე, ვაჟა ქორიძე, ანზორ სუხიაშვილი;
ნახევარმცველები: ბექა ვარშანიძე, გელა გოგიტიძე, გიორგი ქავთარაძე, თემურ შონია, ვაკო
თევდორაძე, ელგუჯა გრიგალაშვილი, თორნიკე თარხნიშვილი, გეგი კეკუა, ჟოვინიო ფლამარიონი;
თავდამსხმელები: მიხეილ გორელიშვილი, ბექა ჭკუასელი, იაროსლავ კვასოვი, ნიკა კვანტალიანი.

სიაში მხოლოდ ორი ახალწვეულია: ნახევარმცველი ელგუჯა გრიგალაშვილი და ბექა მახარაძე. პირველი მათგანი ბათუმელთა რიგებში 2009-12 წლებშიც თამაშობდა, მერე თბილისის "დინამოში" გადავიდა, საიდანაც 2014 წელს კვიპროსს მიაშურა და სამი კლუბის ფორმა მოირგო - აფიენუს "ოტელოსის", "პაფოსისა" და ახნას "ეთნიკოსის".

2013 წელს გრიგალაშვილი საქართველოს ნაკრებში მიიწვიეს. ქვეყნის ეროვნულ გუნდში მან 4 მატჩი ჩაატარა. თუ ფორმას აღიდგენს, ის ბათუმელებისთვის კარგი შენაძენი იქნება.

მახარაძე კი ამ გუნდის ყოფილი კაპიტანია. აქედან ის თბილისის "ლოკომოტივში" გადავიდა, ბოლოს ქობულეთის "შუქურაში" თამაშობდა, ახლა კი მშობლიურ ქალაქსა და გუნდს დაუბრუნდა.

ორი აზრი არ არის - ბათუმურ გუნდს გაძლიერება სჭირდება. ბათუმელებს განაცხადში ერთი ფეხბურთელის დამატების უფლება აქვთ და მალე გავიგებთ, ისარგებლებენ თუ არა ამ უფლებით. კლუბის სპორტული დირექტორის, მალხაზ მახარაძის თქმით, ამის შესახებ მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს.

"შესაძლოა, ოთარ მარცვალაძე დავიმატოთ. მას დაველაპარაკეთ და ხვალ გვეცოდინება, დათანხმდება თუ არა ჩვენს წინადადებას", - ამბობს მახარაძე.

განაცხადიდან ჩანს, რომ ბათუმელებმა ბოლნისის "სიონიდან" ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირის, ჯაბა დვალის დამატება ვერ მოახერხეს. მახარაძის თქმით, ეს ბოლო მომენტში გადაწყდა:

"ჯაბასთან მოლაპარაკება გვქონდა და ვიმედოვნებდით, რომ ჩვენთან ითამაშებდა, მაგრამ... ბოლო მომენტში უარი თქვა. გვითხრა, რომ კარგი ვარიანტი გამოუჩნდა და, შესაძლოა, მოლდოვაში დაბრუნდეს და "დაჩიაში" ითამაშოს. ასე რომ, თავდამსხმელის პოზიციაზე ჯერ კიდევ პრობლემები გვაქვს".

რაც შეეხება ბათუმის "დინამოს" სამზადისს: ეროვნულ ლიგაში პაუზის გამოცხადების შემდეგ ფეხბურთელებმა ორიოდე დღე დაისვენეს და ევროპალიგისთვის ვარჯიში ბათუმის სარაგბო სტადიონზე განაახლეს, დღეს კი წყალტუბოში გაემგზავრებიან, სადაც ქუთაისში გასამართავი მატჩისთვის მზადებას გააგრძელებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ლივე სთრიმზე თუ ანახებს მაგარი ცუდია გაუშვით 1 არზე ან მეორე არხზე
gura
28 ივნისი 2017 13:28
0
გუნდის ხელმძღვანელობა სასეირნოდ და საგრიალოდ არის შექმნილი, იმდენი არიან. ერთი მგონი კარებს უკან მდგომი მოზარდების, ბურთს რომ თამაშში აბრუნებენ, იმის დირექტორი არ ჰყავთ :)
giorgi
27 ივნისი 2017 17:33
0
ესენი სასეირნოდ მიდიან ამ სასტავიტ აქ არუქნიატ არაფერი
qomagi
27 ივნისი 2017 16:52
0
სფფ
roma
27 ივნისი 2017 15:02
0
ძალიან ძნელია ასეთი შემადგენლობიტ რამე წარმატებას მიაღწიო. იმედი მაქვს ვცდები.
roma
27 ივნისი 2017 15:01
0
iqneb vinmem gamagebinos ratomaa da ra logikaa imahi rom dvalisatvis dahiahi gadasvla ufro prestijulia vidrem ajaris mtavar gundhi???
S.P
27 ივნისი 2017 14:58
0
გიას ვეთანხმები, მაგრამ რა ვქნათ? მუქთამჭამელების გხდა ეს ქვეყანა - საზოგადოებრივი არხი არავის ჭირდება, მაგრამ მაინც "გვახევენ" ორმოცდაშვიდ მილიონს. წაროგიდგენიათ რამდენი კარგი რამის გაკეთება შეიძლება ამ ფულით?
goga kakabaze
27 ივნისი 2017 14:18
0
თამაშის წინ რომ ეძებენ ფეხბურთელებს ესეთი გუნდი რამეს მიაღწევს? რატო ვიხდი ამათ ფულს მე და ან თქვენ? არ მინდა რომ ბიუჯეტიდან ფინანსდებოდეს ეს მარაზმი. ხო ფაქტია რომ ოხრად ფულს ტეხავენ? ინფრასტრუქტურა წინ არ წასულა, კადრები ისევ ის არაპროფესიონალები და ფული ქრება. მარტო მე ვარ ხალხო ვისაც უნდა ბიუჯეტიდან ამათი დაფინანსების შეწყვეტა?
gia
27 ივნისი 2017 13:43
0
თამაშამდე სამი დღეა დარჩენილი და ახლა ეძებენ ფეხბურთელებს. სამწუხაროს შედეგიც შესაბამისი იქნება. ამას არაპროფესიონალიზმი ქვია
1
27 ივნისი 2017 12:51
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული