"ალტახის" მწვრთნელი: უგოლო ფრითაც კმაყოფილები ვიქნებით

AutoSharing Option
ავსტრიის "ალტახის" მთავარმა მწვრთნელმა კლაუს შმიდტმა საჩხერის "ჩიხურასთან" ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა.

"ხვალისთვის ჩვენთვის მთავარია საკუთარ კარში გოლი არ მივიღოთ. უგოლო ფრითაც კმაყოფილები ვიქნებით . ყველაფერი გადაწყდება განმეორებით მატჩში.

არ იქნება იოლი თამაში. ვეცდებით ბურთზე კონტროლი თავიდანვე მოვიპოვოთ. ვიცით, რომ "ჩიხურას" კარგი შეტება ჰყავს, თუმცა ჩვენ გვყავს ძლიერი ფეხბურთელები და შეგვიძლია წარმატების მიღწევა.

კონკრეტულ ფავორიტს ვერ დავასახელებ და არ ვფიქრობ, რომ "ალტახი" გამოკვეთილი ფავორიტია. ორივე გუნდს თანაბარი შანსი აქვს", - განაცხადა შმიდტმა.

ხვალინდელი დაპირისპირების შესახებ
ისაუბრა "ალტახის" კაპიტანმა ფილიპ ნეტცერმაც.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოცანია ხვალინდელი თამაში. ბევრი არ ვიცით მეტოქის შესახებ, თუმცა არც ინფორმაციულ ვაკუუმში ვართ. იმედი მაქვს, რომ ხვალინდელ მატჩში წარმატებას მივაღწევთ", - განაცხადა ნეტცერმა.

ხვალ, ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 20:00 საათზე "ჩიხურა" დინამო არენაზე "ალტახს" დაუპირისპირდება.

ლექსო ნაბახტეველი სპეციალურად საიტისთვის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული